მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 681 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

აქშა, კოღო, შე ოხერო,

დაგიჩაგრავს ყველა მწერი.

კოღო, შენი ვაჟკაცობა

გაზეთშია გასაწერი.


თუ იკითხავთ კოღოს ამბავს,

კია უშნო, საძაგელი,

მოკლე უკანალი აქვს და

ცხვირი აკიდია გრძელი.


შეპარულა ერთ მარანში

რომ არ გავაგრძელო ბევრი,

ღვინო ამოუხვრეპია,

დაუცლია ოთხი ქვევრი.


ეს რომ პატრონს დაუნახავს,

ძაღლი მიუშვია, ავი,

ძაღლი კოღოს დაუგლეჯავს,

წამში გაუძვრია ტყავი.


ამის მომსწრე პატრონს ჩუმად

აუღია ხელში თოფი,

ძლივს ჩახმახიც გამოუკრავს,

გასდენია სიმწრის ოფლი,


კი მოუკლავს კოღო, მარა

დასაცინი გახდა სოფლის:

ასი კაცი იქირავა

ერთი კოღოს სატყავებლად.


მაგრამ ძვრაც ვერ უქნა თურმე,

რო გეკითხათ, ატყავებდა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ