|
ეს სულ ერთია, მაინც გაუგებარია შეიძლება წერა - ჰიეროგლიფებით, თითქო პატარა ბავში ვარ - დაფაზე გრიფელით და ჩემი სულიც სხვას აბარია.
(უსათუოდ ტემაა ახალი) გულგრილობით ქვეყანა გადავრაზე "დასავლეთის დივანის დასწერდა ბაყალი.
მზად ვიყავ უმიზეზოთ მთელი დღე მეტირა. დღეს ყველა იმედი მართლა გაირიყა - ლირიკის პოეტი მგონია მესტვირე.
მივმართავ ყველას უსათუოდ გამომიტირონ. ლაფორგის კვირა ჭიანურის ატირდა წირვით დაწყევლილ პოეტს ნუ ამადლით, როცა გთხოვთ მირონს.
და ეს გრიგალიც მოთხრის ღამე ხომ იხტიოზავრს. მე მეჩვენება ჩემი თავი მეფის პორფირშია სოველი ჭინკა თავმდაბლობით მეუბნება ზარს...
მზად ვარ ვიტირო ბავშვზე უმწარესს. თორმეტმა ღვდელმა მამა გასუდრეს მე ერთი ღვდელიც არ ამიგებს წესს...
მან ერთმა იცის, რომ არ იყო იგი სამიწე. ასე ატირებდა პოეტს მალიარია, ასე გაუგებრად სწერდა ტიციან ტაბიძე. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















