მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 372 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

პირველი სეანსი

 

დაუმთავრებელ მთვარის სოლოს იმღერებს ქალი.

იმღერებს სოლოს დასველებულს სქელი ისრიმით.

და გამწვანდება მის სახეზე ბოროტი ხალი.

ხალი დამპალი, შეხვეული დანესტილ სირმით.


(მე ეს ამბავი დავასრულო მინდა რომანით)

თუმცა ქალბატონს გადაესხა სისხლი კაბაზე.

მას კაბა ეცვა შეკერილი ობობას კანით,

და ასდიოდა ოხშივარი გამოჭმულ ყბაზე.

 


ქალი თითქოს მთვარით შემოსილი

 

"არ გააცილებს გვიან ეტლით მთვარეს არავინ.

ძაღლის ღამეებს სიცივეში ვფურცლავ წვალებით.

და რძის სატურნი იყო ჩემი მხოლოდ მფარავი.


აბლა გრიგალებს დავედევნე აცრილ თვალებით.

ო, ცა ტიტველი გადმომაყრის ბამბის ვარსკვლავებს.

და ჩემ ყეფაზე ატირდება სიონში თაგვიც.

ამ განაპირა ქუჩის ტირილს რა გაათავებს?


ღმერთო მაღალო! დიდ უფსკრულში გთხოვ დაგვიცევი!

მოვიდა კვირა გაბერილი: წვიმით, ტალახით.

წვირიან უბანს მოეჩვიენ მძიმე ავდრები.

ჩემია სოლო: კოჭლი მთვარე ისევ შავდება.

 

უკანასკნელი სეანსი

 

ახლა ქალბატონს ვეთხოვები სანთლის ღიმილით.

შეწყვიტა წყნარი, ხავსიანი მთვარის სეანსი.

გაფრენილ სიონს მოაფინა გუმბათზე მღილი.

ო, ვინ შეხვდება დიდ სივრცეში ასულს ცოფიანს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ