თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი, ახლაც მინათებს შენი მშვენება... შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს არ უწერია გადაშენება!
და გაჟრჟოლება მათი გულისა, თავშესაფარი რამდენ ოცნების, იყავ ბანაკი გაზაფხულისა!
დაიხურება ცისკრის კარედი; შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად, მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება; შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო, შენგან არასდროს მომესვენება... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |