მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 540 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მე საოცარი კაცი ვარ, ხალხო,

რაც უნდა ძნელი დღეები ვნახო,

რაც უნდა მწარე ფიქრები მწვავდეს,

რაც უნდა მწვავე ტკივილი ვიგრძნო,

რაც უნდა უღვთოდ მიმაგდონ სადმე,

რაც უნდა მიმტრო, ძმაო და ღვიძლო, -


გახარებული ველი ხვალის დღეს,

დამბადებელი მეც რომ მაღირსებს.

არ მეშინია მეწყრის და ზვავის,

არ მეშინია სიტყვის და სეტყვის,

ვიცი, რომ სადღაც ყორანიც ჩხავის,

მაგრამ სამდურავს ვერავინ მეტყვის;


სამდურავს მართალს და საფუძვლიანს -

უსაფუძვლოს კი რა შეუძლია -

ცოტას იავებს, ჩქარა დაცხრება,

და გაუდგება გზაკვალს ნისლიანს:

ცრუ სამდურავის დასამარცხებლად

სულის შებერვაც საკმარისია...


ძნელია, მაგრამ ვასრულებ წმინდად,

რაც დამიფიცავს ბავშვობის დღიდან;

გახარებული შევხვდე ხვალის დღეს,

როგორც გაზაფხულს ხვდება ხეხილი,

ამომავალ მზეს და სიხალისეს

მეც შევეგებო მკერდგაგეღილი.


იმედიანი ვხვდები ხვალის დღეს,

ბუნების ძალა რასაც მაღირსებს.

მე იგი მაძლევს ბრძოლის იარაღს,

მე მისგან მხოლოდ სიკეთეს ველი.

სიხარულია, დარდი კი არა,

ჩემი მფარველი და ჩემი მხსნელი.


ამ გახარებას, როგორც ლიანდაგს,

მეც უნდა გავყვე, ხალხო, ნიადაგ,

რომ ამამღეროს, რომ ამაყვავოს,

რომ აღმამაღლოს, ვითარ ალვის ხე.

ხვალის დღეს ელის მთელი სამყარო

და გაუმარჯოს მზიან ხვალის დღეს!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ხუტა ბერულავა  • • •   ხუტა ბერულავას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ