მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 499 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თქვენსკენ მაქვს ხელი გამოწვდილი როგორც მაცხოვარს -

მეწვიეთ სტუმრად, ნადიმს ვიხდი გამოსათხოვარს!

სუფრაც დამშვენდა შადრევანის ფერად შხეფებით...

აბა, ვიმღეროთ! ხვალ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით!


ბუნებრივია: ხანდაზმული გემშვიდობებით!

თქვენ მყავდეთ კარგად შვილებით და ყველა ობლებით!

არაფერია დასანანი, თუ წავიქცევი...

სულ გეხსომებით... თიხადაც რო გარდავიქცევი...

მაშ ვსთქვათ სიმღერა მაღალი ხმით! მაშ ვსთქვათ "ჩაკრულო"!

აჟღერდი ჩემთან შენც, ბედკრულო და გულჩაკრულო!


ჩემი ბილიკი უნაყოფოდ არ მითელია!

არ გაბზარულა ჩემი გული, ისევ მთელია!

თუმცა სიკვდილი ჩემს წინაშე დავლურს ცეკვავდა,

და ყიჟინაში სადღაც გლოვის ზარიც რეკავდა,

მაგრამ მე მაინც ვთამადობდი შეუპოვარი,

ხმას შემიწყობდა ჩემი სატრფო სწორუპოვარი!

ახლაც ვიმღეროთ, განთიადზე რაც გვიმღერია...

გაფანტე მტერი, ბაიყუში გულის მტერია!


რასაც ვნატრობდით, აგვისრულდა მსხვერპლის გაღებით!

ახალ ცხოვრებას შეამკობენ ოქროს თაღებით!

გულში სიამით თაიგულებს ჩაიკონებენ...

ვინ გაიწირა და ვინ დარჩა - მოიგონებენ!


გავტეხოთ ჭიქა! ვეღარ დავლევ მის სადღეგრძელოს!

მრავალჟამიერ უნათებდეს მზე საქართველოს!

გაფანტე დარდი, ბაიყუში გულის მტერია!

დაჰკარ დაირას და ვიმღეროთ, რაც გვმღერია!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ