შეხედე, როგორ არის ჩასკვნილი ამ მთების ჩრდილი და ჩაის ჭალა. ჩამავალ მზეთა უკანასკნელი და სისხლიანი გზა ჩაიშალა.
ხვეწნად მუხლებში რომ ვუვარდები, სიმღერა ჩაის, სიცოცხლე ჩაის და უყვითლესი ჩაის ვარდები.
რომ გამიცივოს გული მისდამი, მიჩვენოს სადმე აჭარისთანა სხვა რომელიმე აჭარისტანი.
ჩემგან პირველად ზღვაა ნახული, მიჩვენეთ სადმე ზღვა ამისთანა, ან მთები ზღვაზე გადასახული.
ეკუთვნის ჩემი ძახილი: ვაშა! ჩემი კალამი, მზე, მაჭახელა, „ხასანბეგურა“ და „ალიფაშა“. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |