|
ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი, სურათი რამე, კარგზე მგლოვარი, ზოგს ვარდი - წიგნში ჩანატოვარი, - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი, საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი, - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
წიგნი რამ, ომით მონაპოვარი, საფერფლე, მამის დანატოვარი, - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი, ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















