|
ღელვის დროს გემზე "ტეოდორ ნეტტე" ანძები დატყდნენ, როგორც მშვილდები, ფიქრებს მორევში რაც უნდა კეტდე, ერთს მათგანს მაინც ვერ მოსცილდები.
უზარმაზარი გორების ეტლებს, პოსეიდონის ძველი ზღაპარი ეხეთქებოდა ფოლადის კედლებს.
ცა ჩემზე ცდიდა ძალთა მოკრებას, მან დაამსგავსა მგზავრობა ჩემი ცხოვრების ჩემის აბობოქრებას.
რომ მხარეებმა მხარეს გაასწროს... იქუხე - გასწყრი! არ ავტირდები, არც შებრალებას ვითხოვ არასდროს.
მზემ ჩემკენ შუქი რა მოიღერა, ბოლოს ხომ მაინც მე შემოვძახე გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა.
და მისთვის მსურდა ვარდების ფენა, მისთვის ვფერავდი მრავალჯერ ჩანგებს, რომ მხოლოდ მტრისთვის დამეტკბო სმენა?
მრავალს დაუფრთხო სიმშვიდის ძილი, - ლექსი ყოველთვის იყო ხანჯალი, ლექსი მტრებისთვის იყო სიკვდილი.
თუ არა ნისლში მყოფი ბორბალი? იყო თუ არა ჭექა-გრიალი, ჩვენი დღეების ცა ნაჭორფალი?
შუქი დაენთოს ქაფთა მოკრებას, - დაე, კვლავ ჰგავდეს მგზავრობა ჩემი, ცხოვრების ჩემის აბობოქრებას.
ახლა იქ მყუდრო ნავსადგურია, წყალში შთასული არის მითები და ძველისძველი დიოსკურია.
ძველ კედლებისას ჰპოვებენ ხვავებს, ამოაქვთ ოქრო აუარება და საგანძურით ავსებენ ნავებს.
როს შეღამდება ნაცრისფრად ასე, მაგრამ სინათლე ჯერ კიდევ არის და ალმაცერად იშლება ზღვაზე -
მთებამდე მოსავს ბინდები შავი, მაშინ მძინარე პონტიის დონეს მე მიმაქანებს ფარული ნავი.
თითქო სხვა მესმის იდუმალება, ილუზიაა! ჩვენება! მასში სულ ახლო, ახლო რომ იმალება.
მხოლოდ და მხოლოდ ფრინველთ გვიანებს, მათში წყალქვეშა გუგუნებს ზარა და ხმა ეკუთვნის ადამიანებს.
განმეორდება ხმა უცნაური, ის იდუმალი ქალაქი-სფინქსი მეძახი უცნობ აურზაურით.
ხელით ვეხები წყალქვეშა თხემებს, წყალში დამარხულს ვიგრძნობ მომდურვით ნანგრევებს, ლანდებს, იდეებს, სქემებს.
და სიბნელეში ელავს თვალები, ის ძველთაძველი შთამომავალი, ის უძველესი ფეოდალები...
რომ მცხეთის ახლო ახალ ნათებით ელექტრონების გაჩნდა ქალაქი ათასეული კილოვატებით.
ოდესმე მძლავრი და ალიერი, ახლა ცივია გზა შინაგანი და იდუმალი სიცარიელე...
და ფრინველების დასცხრნენ გუნდები. მშვიდობით! ხსოვნით დაკარგულ ფენებს არასოდეს აღარ დავუბრუნდები! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















