მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1340 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სულ ერთია, ვინა ხარ! სულ ერთია ვისი ხარ -

ნესტანი ხარ, ფატმანი, იზოლდა ხარ,

ვისი ხარ!

მეფე თინათინი ხარ თუ მოახლე

თინა ხარ!

კინოვარსკვლავი ხარ თუ პრიმაბალერინა ხარ!

ნამდვილი ხარ!

თიხის ხარ,

ქვა ხარ,

კერამიკა ხარ! -

სულ ერთია, მომწონხარ!

სულ ერთია, მიყვარხარ!

ვის მიიმთხვევ მიჯნურად -

სპასპეტსა თუ ქონდარას,

ვენერა ხარ, თამარი, ნინო ხარ,

ჯოკონდა ხარ,

ჯილდა ხარ თუ ასმათი,

ტონკა ხარ თუ ურსულა,

ინგლისურად ღიღინებ,

თუ ჩურჩულებ რუსულად,

ამერიკელი ხარ თუ ბელგიელი,

ფრანგი ხარ -

ერთნაირად მომწონხარ,

ერთნაირად კარგი ხარ!

რა ხარ - ღვიძლი მოსისხლის?

დისშვილი ხარ?

თუ და ხარ?

დამსკდარი ბროწეული,

მოწეული თუთა ხარ,

ხუთივე კონტინენტზე გაფენილი საბნებით,

პრემიებით, მედლებით, ჯილდოებით,

დაფნებით -

ვინ ხარ - ვაშლოვანელი? იქნებ - ორლეანელი?

ერთნაირად რად უდის თმას

სურნელი ვანილის!

იზოლდა ხარ, ნესტანი, ჯოკონდა ხარ,

ვისი ხარ! -

მე  არ ვიცი, ვისი ხარ! - მე შენ გულში მიზიხარ!

თვალი თუ გავახილე,

ზედ წამწამზე მიზიხარ....

ათინა ხარ, ჰერა ხარ, ბრუნეტი ხარ,

ქერა ხარ,

გიჟი სიხარული ხარ, ავი ბედისწერა ხარ,

მონასტრების მწირი ხარ,

თუ როკ-ჯგუფის წევრი ხარ,

ზღვის კენჭებით ხატიხარ,

თუ წიგნებში წერიხარ,

მერე  რა, რომ თეთრი ხარ,

მერე  რა, რომ სხვისი ხარ,

მერე რა, რომ შავი ხარ - მე შენ გულში მიზიხარ!

მე არ გკითხავ, არც შენ თქვა, - რა ხნის,

რა ასაკის ხარ,

პაწაწინა სარკის ხარ, თუ ვეება

სარკის ხარ,

მთვარის ზედაპირზე ხარ,

თუ შორს - მთვარის მიღმა ხარ,

სულ ერთია, ახლოს ხარ... 

რა თქმა უნდა, მიყვარხარ...

გამოუცნობ ღიმილით, 

გზისპირ ჩულქის სწორებით,

მძივებივით ასხმული

უწყინარი ჭორებით,

ვერცხლის საყურეებით, 

ოქროს სამაჯურებით,

და მზითვების სათრევად

გამართული ჯორებით...

სხვა ჟანრია ეს ლექსი! -

ძველმოდური ოდაა!

მაგრამ ვხედავ - სუსტია,

ახლა ვიცი - ცოტაა!

რაც კი ქვეყნად სიტყვაა - სულ საალერსოდაა!

შენს მშვენებას უდრიდეს-ეპითეტი სადაა...

ნონა ხარ თუ ნანა ხარ,

მაია ხარ, ნანა ხარ,

მისტრალი ხარ, ემილი,

მარინა ხარ, ანა ხარ,

ქალი ხარ თუ ქალღმერთი,

მიწის ხარ თუ ცისა ხარ,

მთელი ჩემი ცხოვრება

მე  რომ მიყვარს, ისა ხარ!

თბილისელს თუ მადრიდელს,

სამოელს თუ რუანდელს -

სხვას არ ვიცნობ შენს გარდა,

არანაირ ჟრუანტელს!

შენთვის მოძღვნილ ვარდების,

შენთვის მოძღვნილ ტიტების,

შენთვის მოძღვნილ იების

მომფერებელ თითების,

მიყვარს ფერი სისხინა - ბზინვა მანიკურების!

ვერც ფიქრებით ვძღები

და ვეღარც შენი ყურებით!

იზოლდა ხარ, ნესტანი, ჯოკონდა ხარ,

ვისი ხარ! -

მე  არ ვიცი, ვისი ხარ! -

მე  შენ  გულში მიზიხარ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ