მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5380 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მე ვიცი, ჩემში ორი ქალია -

ერთი ლექსებს წერს, მეორე არა.

მე ვიცი, იმ ერთს რა უხარია,

მეორე - გულში რა ნაღველს მალავს.


ერთი ადგება დილაადრიან,

მეორე - ღამით სულ არ იძინებს...

ერთს რომ სახეზე განთიადი აქვს,

მეორის თვალზე ცრემლი ციმციმებს.


ერთი არასდროს არ კვნესის ბედზე,

მყუდრო ოჯახის უღელს შეება;

მეორე მუდამ ვიღაცას ეძებს,

შუა ქალაქში ნიშნავს პაემანს.


ერთს კალთა მუდამ ლხენით ევსება

და ქვეყნის წილ მზეს

თვითონ იხვედრებს.

მეორე ამბობს: რა გელექსება,

ბავშვი ტირის და აკვანს მიხედე.


და ასე მუდამ: არის ჭიდილი

უსასრულო და დაუსაბამო,

გაუფერულდა, როგორც მისჯილი,

ყველა დილა და ყველა საღამო.


კმარა, გეყოფათ, ნუღარ მაწამებთ,

ჩემი ცხოვრება დავას უნდება,

შვილებს ვაფიცებ, დედას ვაწყნარებ,

მერე პოეტი გამებუტება.


და წლები ასე უბრად მიდიან,

გზა, დასახსნელი, ვერსაით ვპოვე,

რომელი დავთმო, ვერ გამიგია,

ვის გავუჯავრდე: დედას თუ პოეტს?


დედა ხარ? შენ წინ ჩემს სულს ავანთებ,

მე შენს კერასთან ვსუნთქავ და ვხარობ,

პოეტს რა ვუყო, ღამეგანათევს,

ჩემი ლექსის და სიცოცხლის წყაროს.


ამ ფიქრს უთქვენოდ, არსად უვლია,

რა ვქნა, ვერც ერთი თუ ვერ გაგწირეთ,

მე ერთი ქალის ციცქნა გული მაქვს,

ორივეს ტოლად გაგინაწილეთ.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ