მწუხარე ღამით, სევდის დუმილში მეჭიანურის ჩამომესმის ხმა, მეჭიანურე მოსთქვამს იმაზე, ტრფობის ყვავილი თუ როგორ გახმა.
შემოექარგა ჩემდა მაშვრალ სულს, დავიწყებული ადგნენ აჩრდილნი და გაეღვიძა დამარხულ წარსულს.
დავიწყების ლოდს ამოვაფარე, მე კი მეგონა, წარსული გრძნობის საიმედოა გულის სამარე.
ერთხელ ხომ გათფი ჩემ სიხლით გველი. შენ გამატანე სულის მშვიდობა და აწი ალერსს არვისგან ველი.
გაფიცებ, ქალო, ჩამომეხსენი!.. მისი ლანდი კი მაინც იცინის, თავისკენ მიხმობს, ალერსს მპირდება; გულმაცა იგრძნო გრძნეულის ჯადო და საბუდები აღარ ჩერდება.
ღამის სიბნელეს შექვითინებს ხმა, და ნაღვლიანსა მოუთხრობს ამბავს - ტრფობის ყვავილი თუ როგორ გახმა… |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |