გზა გავიარე... მსურს მოვიხედო, და დავინახო მთისა ქედები; შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: "ნუ იხედები... ნუ იხედები!"
გასავლელი გზის სივრცე უცვლელი; შავი ყორანი ისევ მომჩხავის: "შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!"
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა; შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა, შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...
დრო უბედობის გვერდით მხლებელი, ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქნელი, სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |