მოვიდნენ მთიბლები, გალესეს ცელები და ყვავილოვან ველს მიადგნენ მკვლელები. ცისფერ კესანეებს აბა, რა იხსნიდათ და ჩამოიცალნენ ცისფერი სისხლისგან.
მინდორში ჩაგუბდა წითელი სისხლის ტბა. და თეთრი გვირილა - თეთრ მკერდს რომ იხსნიდა, უცებ დაიცალა უთეთრეს სისხლისგან.
მღერით გაიარეს სათიბი ველები. სისხლის სუნს ვერ გრძნობდნენ პრიალა ცელები და მთიბლურს მღერდონენ ლამაზი მკვლელები. |