მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 316 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

დაიძახა გუგულმა, დაიქუხეს ღრუბლებმა.

გაზაფხულის სისხლის ღელვა იწყება.

დაიგრგვინებს, თავს აიწყვეტს მდინარე -

გადათქერავს, გადათელავს ჯებირებს.

ისრებს ლესავს სისხლიანი ფიესტა,

თამაშდება უძველესი პიესა

და მზის გულზე დაიღვრება სისხლი

და თვალებში ჩამოწვება ნისლი

რომეო და ჯულიეტა გამოვლენ

და მათ გზაზე ატირდება მთვარე;

ტარიელი კვლავ დაჰკარგავს ნესტანს და

ვეფხვის მზერა გაიელვებს გზებზე;

ხმლების შუღლში დაეცემა ჰამლეტი,

დაჭკნებიან ოფელიას იები;

ალვის ხეებს წელში გახრის გრიგალი

და მარეხი ეთერს მიიპატიჟებს:

- ძმა მიკვდება, შენი ნახვა მოარჩენს...

გაზაფხულმა გაიხადა ზამთარი,

გაზაფხული გამოცურდა ზამთრიდან.

ცხელი სისხლი იგუგუნებს ვენებში,

ყლორტებს აშლის ცა გახსნილი ვენახი.

სიყვარული მიუვარდა ირინეს,

გაუშალა ტუჩები და მკერდი.

თამაშდება უძველესი არაკი,

ადიდდება სიყვარულის არაგვი;

ისევ გათამაშდება აისი და დაისი,

ირემივით იყვირებს ბეწვაშლილი მაისი.

...ისევ გათამაშდება უძველესი პიესა

და... უჩვენოდ ჩაივლის სიყვარულის ფიესტა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ