მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 354 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან

ასეთი იყო მისი სიყვარული -

ის შეუყვარდა, ვინც არ უნდა შეყვარებოდა,

ვის სიყვარულსაც ადათი და წესი კრძალავდა -

შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან.

...სამ დღეს ვეძებეთ.

ბოლოს, ტყის პირას,

ერთი იფნის ქვეშ ვიპოვეთ მკვდარი.

იწვა მინდორში მძინარესავით.

ჭიქაც იქ იყო - საწამლავი გამოეცალა.

შხამის წვეთიღა შეხმობოდა ბაგეზე ლურჯად.

- წერილი, წერილიო, - წერილს ეძებდნენ.

წერილი არ იყო -

ისედაც ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა -

ის შეუყვარდა, ვინც არ უნდა შეყვარებოდა...

შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან.

- გულსაც აღვირი სჭირდებაო,

არც გული უნდა მიუშვაო თავის ნებაზე! -

თქვეს მოხუცებმა ასაკობრივ თავდაჯერებით.

- მაშინ ისიც თქვით, რა ჯაჭვებით დავაბათ გული! -

ვიფიქრე ჩემთვის და შევხედე გაყინულ ზეცას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ