|
დედამიწაზე ფეხი რომ დადგი, უკვე ვალი გაქვს მისი... ვალის გადახდას - სიცოცხლე რაა?! არ ეყოფოდა ისიც!
მარტო ტკივილი რად ღირს - მის მკერდზე, როგორც თავის მამულში ადამიანი დადის!
მაინც მიწაში წვება და ენაცვლება ერთიმეორეს მოვალეების წყება.
რაღაც უნდოდა ეთქვა - ჭედავს ახალი სიცოცხლის აკვანს მიწის ბოღმა და ფეთქვა.
უკვე ვალი გაქვს მისი.... ვალის გადახდას - სიცოცხლე რაა?! არ ეყოფოდა ისიც. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















