თოვლწყალო, თავქვე მოდიხარ, კლდე დაგიგდია ფრიალო... სალამი! - მოხველ მშვიდობით? კვლავაც მშვიდობით გეაროს! - გაცილებს დეკას ყვავილი სინანულით და ალერსით... კლდეების ქიმზე გადმომდგარს არ ცივა ყინვის კარებზე? - შენ... საით ამჩნევ სინანულს: გულს... მალე სულ სხვას გაუღებს... ვუყვარდი? ხელი რადა მკრა? ქალს... ეშმაკიც ვერ გაუგებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |