მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1181 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როგორ ფიქრობთ?

 

- როგორ ფიქრობთ, პოეზიას

დაედება ყადაღა?

- რა თქმა უნდა!

- მაინც როდის?

- ვფიქრობ, მალე! ჰა და ჰა!

 

"უბორნიის" პოეტებს

 

მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ:

ლექსი-ეს არის ტანჯვა!

ასე სად არის, ძმაო,

თან-ლექსი წერო, თან-ჯვა!

 

წესი სექსის...

 

პრობლემები და წესი სექსის

ახლა თანდათან იხვეწება!

საქმე იქამდე მივიდა, რომ

პირიქით-ქალი იხვეწება!

 

ინტიმი

 

მთავარი-ხელის არის წავლება.

ეს მისით ხდება! - არ ისწავლება.

 

დიდებულად იცოდნენ

 

დიდებულად იცოდნენ 

თურმე პარტიულებმა,

მეგობრების ცოლების გაუპატიურება.

 

ერთხელ გვეძლევა

 

სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა 

და იმ ერთხელაც გვენძრევა.

 

არ მიკვირსა

 

გაბოზებული ქალი არ მიკვირს!

ვგიჟდები, როცა კაცი ბოზდება!

 

უფროიდოთ

 

თუ გინდათ რომ უფრო იდოთ

ნუ დარჩებით უფროიდოთ.

 

მაღალმა ღმერთმა დაიფარა

 

მაღალმა ღმერთმა დაიფარა,

ოღონდ... თავისთან დაიბარა.

 

მე საქმეში არ გავდივარ!

 

- მე საქმეში არ გავდივარ!

- მე, ასე ვთქვათ, გვერდზე ვარ!

 რად გინდა, რა! - გვერდზე თუ ხარ,

 უფრო მაგრა გენძრევა!

 

ლექსპრომტი-მოგონება

 

რა ვიცოდი: მე, პოეტს,

თანაც პოეტს-დამწყებს -

კომპარტიის ლაქია -

ბესო ჟღენტი დამცხებს!

 

ბორდელის აბრა

 

ასი დოლარის ფარგლებში,

კლიენტს შეუშვებს ბარკლებში.

 

ანას ლექსის რიმეიქი

 

ლამის სახლში შემოიჭრას დუტა,

ლამის წელზე შამომხვიოს ხელი!

 

პაწაწინა რომანი

 

დაიწყო ლექსით,

დასრულდა სექსით....

 

  ვეტერანი კომუნისტი

 

ვერ ჭიკჭიკებს ძველებურად,

ვერ ტიკტიკებს, ვერ ტიკტი... -

საუკუნემ კომუნიზმსაც

ჩაუკითხა ვერდიქტი!

 

 პასკვილანტს...

 

პასკვილანტს გვერდით 

გაუარეს და -

განწყობილება გაუარესდა!

 

როცა მოვკვდე...

 

როცა მოვკვდე, ჩემო ბიჭო,

მიუმატე საფლავს ღრიჭო-

დედამოკლულ ამ ცხოვრებას

იქედანაც დავეღრიჯო

ქარი არხევდა ჭადრებს

 

ქარი არხევდა ჭადრებს

ვიღაც მისდევდა ნახირს.

ტყის პირას ბიჭი გოგოს,

პირში აძლევდა ნაყინს.

 

 

მცირე პარადოქსები

 

- რატომ მოგატყუებ, შენზე კარგი ვინ მყავს!

დამიჯერო უნდა: არ მომწონს და... მიყვარს!

- რატომ-რატომ, მჯერა! ვერ უბრძანებ გულს!

მასე არ ვარ? - რა ვქნა: მომწონს, მაგრამ... მძულს!

 

დიდი მოგება

 

სანამ შენ შეგიყვარებდი,

საშინლად ვიტანჯებოდი!

ახლა ისეთი გრძნობა მაქვს,

თითქო მომეგოს ჯეკ-პოტი!

 

ისევ და ისევ

 

ისევ და ისევ - ის სევდა,

ისევ და ისევ - ის ურვა!

ისევ და ისევ იმ სევდამ

გულის გაგლეჯა ისურვა...

 

დრო იყო

 

დრო იყო - ამ თოვლს ბავშვები ვჭამდით...

ხვალ თოვლი წავა და მიწას შევჭამთ...

თოვს, ფიფქის ცრემლი კისერში ჩამდის...

... რამდენი თოვლი, კაცმა თქვას, შემრჩა...

 

მეგობარ პოეტს

(ლაღბობით)

 

როგორც კარნიზი უარყო რაიტმა -

ჩვენც

ისე

უნდა

უარვყოთ

რითმა!

 

ზამთარი კრიმინალისტის თვალით

 

მუშაობს თეთრი ხელთათმანებით,

რათა წაშალოს მინდვრის სიმწვანის,

მთების სილურჯის

და ნაკადულის ქურდობის კვალი...

 

თუთის ხე მოხუცი მეზობლის საფლავთან

 

უცნაურია: ხეებს გაფოთლილს

აქ არ ასხია არასდროს ხილი...

შენ გძინავს ისევ!

აკი ამბობდი,

ცოტა მყოფნისო ბერიკაცს ძილი...

 

ოცნება ზ 2974

 

ვერავინ მიცნო - ხელს არვინ მადებს,

თუმც ეს წუთია, კიდევ ერთხელ გავქურდე ლუვრი,

გავუნახევრე საზრუნავი გაბერილ შტატებს -

ჯოკონდას ღიმილს ჩემს ოთახში მარტოკა ვუვლი...

 

ქუჩის გადაღმა

 

ათი წელია ვაკვირდები: სარეცხის თოკზე

როგორ იზრდება ერთი პერანგი!

 

რეპლიკა

 

ის, რაც ინტელექტს მოკლებულია,

ჩემთვის ინტერესს მოკლებულია!

 

შეგონება (1)

 

ვინც პირში წყალი დაიგუბა,

ყველა იმ წყლისგან დაიღუპა!

 

შეგონება (2)

 

იოლია ცოდნით თავის გატენა!

ძნელი არის ცოდნით თავის გატანა!

 

მომავალი საქართველოსი

 

ვუმზერ რუსთველზე მოსეირნე

ფეხმძიმე ქალებს,

რომელთაც დახლქვეშ გადაუმალავთ

უძვირფასესი საქონელი -

მომავალი საქართველოსი!..

 

პაროლი

 

„მიყვარს!” - აი, პაროლი

სამოთხეში შესასვლელად!

 

მეზობლები

(ცუდი ვარიანტი)

 

ბავშვები - თოვლის გუნდას ესვრიან ერთმანეთს,

მოზრდილები - ტალახისას...

 

მაღალი მამა

 

როგორც მეცხრე სართულზე

აყვანილი ვაზი -

მტევნის ტოლა გოგონა

მხარზე ისე აზის.

 

ალბათ ვაჟას ბრალია

 

ალბათ ვაჟას ბრალია:

როცა ვხედავ ხმელ წიფელს,

ვუმზერ, როგორც ძელქვების

და მუხების ხელმწიფეს!

 

ნაწყვეტი ქართული ლიტერატურის

ზეპირი გამოცდიდან

 

- სამშობლოსი ილიაზე

არანაკლებ ერთგულია!

გაგახსენდათ?

- დიახ,  დიახ!

რა თქმა უნდა: ლელთ ღუნია!

 

უძილო შაბათი

 

კიდევ კარგი, რომ ვერ იკავებს კედელი-დიქტი

მეზობლის ბიჭის საყვარელ ტიკტიკს...

 

შეხვედრა რკინიგზელთა კლუბში

 

ტაშს ვუკრავდით დიდ პოეტს

შესულები ექსტაზში!

- ნუ სწუხდებით ძამიკო,

არ სჭირდება ლექსს ტაში!

 

მეორე დღე წარღვნის შემდეგ,

ანუ ბიბლიური საუზმე

 

შიშხინებს ცეცხლზე ტრედი, რომელმაც

შტო ზეთისხილის მოიტანა:

წითელ ღვინოსთან ბატონ ნოეს

ფრინველის ხორცი ჰყვარებია!..

 

ვახტანგ გორგასალი

გახსენება

 

დავადე მცხეთას ჭრილობაზე

ვაზის ფოთოლი,

და მთაწმინდის ქვეშ გავიშენე

ციხე-გოდოლი!

 

ეკას და ანას

 

ეკას და ანას - გირჩევთ,

გათხოვდეთ მილიარდერზე!

 

ათასჯერ მაინც

 

ათასჯერ მაინც ამიწონია:

ღიმილზე ასჯერ მძიმეა ცრემლი...

 

საწყალი ნეფე

 

თეფშს ტეხს ნეფე საწყალი...

კისკისებს დედოფალი...

 

„ხმელი ფოთოლი”

 

კოპლებიანი ბურთი ცხვირწინ გამომიგორდა.

დავარტყი ჩვენი ბავშვებისაკენ!

მაგრამ მოიჭრა ჰაერში ბურთი:

წავიდა ჩვენი ბავშვობისაკენ!

ცა

 

- ჩემია! - თქვა მფრინავმა.

- ჩემია! - თქვა ჩიტმა.

- ჩემია! - თქვა ღრუბელმა.

- ჩემია! - თქვეს ვარსკვლავებმა.

- ჩემია! - თქვა დუმილმა.

„ვისია! - ვფიქრობ მე.

 

ხევსურეთი - 76

 

აქ სხვა ხალხი ცხოვრობდა,

სხვა სისხლის და გორისა.

ახლა გორდას იშოვი

„პაჩკა” „ფილიპ მორისად!”

 

არყიან ბოთლით

 

არყიან ბოთლით წინ მრისხანედ გადავუდექი

სოფლის შარაზე ჩამოვლილ სევდას:

- იარაღი დაყარე, ბრიყვო!

 

დაიკო ფანჯარასთან

(სურათი)

 

ზამთრის სხივებით შემთბარ მინაზე

შუბლს მიადებს და ცხვირს მიაჭყლიტავს,

და უნაწილებს თავის სინაზეს

გამვლელ-გამომვლელს ჩემი ანჩხლი და...

 

 

როგორ ეალერსება ყმაწვილი კაცი მეუღლის მუცელს,

რომელშიაც მისი პირველი შვილი თამაშობს:

 

- როცა გითხრა „ი”,

გა-მო-დი!

 

ნიაზ დიასამიძის ეპიტაფია

 

შხამიანი გველის გამოცნობა ვიცოდი,

შხამიანი კაცის გამოცნობა - არა.

გამოვწურე სხეულს

სულის ძელგი ღვინო,

და თბილისის მიწას ჩავაბარე ტარა...

 

ცხოვრება ჩემი

 

ცხოვრება ჩემი

აფთიაქის სასწორზე ავწონე,

და ისე კნინი გამოვიდა -

მუშტარი შემეცოდა...

 

არვის ენახა

 

აქამდე არვის არ ენახა

მის თვალზე ცრემლი:

მოულოდნელი მისი კურცხალი

ჰგავდა ასფალტზე ამოსულ ბალახს...

 

არწივის ფრთები

 

დაედო წინ არწივის ფრთები,

და ბეღურების ფრთების გამოჭრას ლამობდა...

 

გემის კაპიტნის ბოლო ცურვა

 

იწვა კუბოში,

თითქო იწვა უნიჩბო ნავში

და მიჰყავდა თავის ნებაზე

მისი დუმილით გაკვირვებულ

ძვირფას მდინარეს...

 

პანეგირ-ეკა

 

ეკაში ვარდი შევნიშნე...

 

თექა

 

ხატავს

თუში

თექას

შეშურდება

დეგას!

 

პაწაწინა რომანი

 

დაიწყო ლექსით,

დასრულდა სექსით...

 

რთული, საჩოთირო აზრი

 

კი ბატონო - არა კაც კლა!

მაგრამ თუკი არაკაც კლა?!

 

მაქსიმა ზ 333

 

თუ გსურს ცხოვრების გამარტივება,

ეცადე, შეძლო განმარტოება...

 

სასიკვდილო განაჩენი

 

ღმერთს სასიკვდილო განაჩენი

ჯერ ერთხელაც არ შეუცვლია,

არადა, ალბათ შეუძლია!

შენ როგორ ფიქრობ, შეუძლია?

 

მაჯამა

 

თუმც ბევრი ვსდიე: „დაიცა!

დამასწრო, დანა დაიცა...

დასთმო ძმაიც და დაიცა -

მიწა იმიწა და იცა...

 

მაქსიმა-ბრალდება

 

სანამ ამ ქვეყნად იქნება ქალი,

მამაკაცს მუდამ ექნება ვალი!

 

წყლის ნაყვა

 

დეპუტატმა

დეიპუტა თმა!

 

არ არის გამორიცხული

 

გათიშოს ვინმემ ამ ორის გული -

არის ნამდვილად გამორიცხული!

გააპოს ვინმემ ამ ორის გული -

სულაც არ არის გამორიცხული!

 

მანქურთული ტვინი

 

ვერ გაიგო მან ქართული!

ვერ მიიღო მან ქართული!

თუმცა რაა გასაკვირი! -

კაცს ტვინი აქვს მანქურთული!

 

პოეტი

 

ცაში დაფრინავს პოეტი,

ყოველდღიური ყოფა კი -

დილით, საღამოს - ყოველთვის

უღრენს - მშიერი ქოფაკი!

 

თითქმის იუმორესკა

 

ხომ დაგიფასდა, ჩემო კარგო,

შენც ამაგი და

ხომ დაამარცხა მრგვალმა ბაღმა

მრგვალი მაგიდა!

 

აფორიზმი

 

ამ ერთსა ვფიქრობ, როცა კი

მთავრობის სახლთან ჩავივლი!

სულელ დეპუტატს ბევრად ჯობს

ჭკვიანი ამომრჩეველი!

 

დიალოგი მიტინგის განაპირას

 

- ჭკვიანური ნაბიჯიც

შეუძლია გადადგას!

- რას გულისხმობ?

- როგორ რას! -

რას გვაწვალებს, გადადგეს!

 

გეო შავდია

 

არც სამი ტუზი! არც ოთხი დამა!

ჩვენ რომ გველიან, დღეს ისიც იქ წევს!

შეეშვა დიდი პოკერის თამაშს,

და თავს ის ახლა სიკვდილით იქცევს...

 

ოჯახური სკანდალი ზ 365

 

ქმარი - ნამთვრალევი.

ცოლი - ნამტირალევი.

 

პერპეტუუმობილე: დონ ხუანი

 

... საქმე საქმეზე როცა მიდგება

მაშინ მიდგება საქმე საქმეზე

როცა მიდგება მაშინ მიდგება

საქმე საქმეზე როცა მიდგება

მაშინ მიდგება საქმე საქმეზე

როცა მიდგება მაშინ მიდგება

საქმე საქმეზე როცა მიდგება

მაშინ მიდგება საქმე საქმეზე...

 

გამოთხოვება ფშავთან

 

გქაჩავს სოფელი... გიხმობს ქალაქი...

ცრემლებს მალავ და იფშვნიტავ თითებს!

ნეტავ შეგეძლოს: როგორც არაგვი -

დარჩე კიდეც და... წახვიდე კიდეც...

 

რა ვნებაა...

 

რა ვნებაა მაინც,

რა მახინჯი ჟინი:

გამოირჩე ძმებში

უსათუოდ... ჩინით!

 

კობა-ლენინს

 

შინ უკიდია გობელენი:

„ესაუბრება კობა ლენინს!”

 

კობრა

 

დამეგობრდა სამი გველი!

უფრო ზუსტად - სამი კობრა!

ისე, მე თუ მკითხავთ, კობრა

ბევრ ვინმეს ჯობს სამეგობროდ!

 

მაქსიმა

 

„თუ კაცი უნიჭოა,

სახეზე უნაოჭოა!

ამას კოჩობა ბრძანებს -

ჭკუის კოლოფი კოჩობა!

 

არსენას ძეგლთან

 

არ შეგვარჩინეს არც მიწა,

არ შეგვარჩინეს არც ენა!

არსენა გამოგვესარჩლა! -

ადგნენ, მოგვიკლეს არსენა!

 

ყურმოკრული

 

- რთული არი, ქა, რთული,

ხასიათი ქართული!

ამპარტავანსა გევხარო

თუმც ძალიან ამაყობ,

თავ მიწაში ამაიყოფ!

 

ლექსპრომტი პოეტიკის თემაზე

 

წლები კვლავ მიჰქრიან! ო, ეს წლები!

წლები ულმობელი! ო, ეს წლები!

ლექსი, ლექსი წერე, ბაბაია! -

ვერლიბრს სიბერეშიც მოესწრები!

 

ლექსპრომტი მ. ა-ს

 

სულ იყავ მასე ქალური,

სულ მასე მუსიკალური!

მონა - ღვთაებრივ ჰარმონიის!

მტერი - ზედმეტი კალორიის!

რომ მოგიტაცო ერთხელაც? -

რის იმედი გაქვს, ქალო, რის?!..

 

ანას

 

- როგორა ხარ? - ძველებურად!

შენ როგორ ხარ? - ო კეი, ანი!

მოსდევს სიტყვას - სიტყვის ტალღა

გადაღმიდან ოკეანის...

 

დატაკება

 

დაეტაკენ ერთმანეთს

სულმოკლე და ხელმოკლე!

- სულმოკლე მოკლეს და

- ხელმოკლე ვერ მოკლეს...

 

ღამის დარაჯის სიკვდილი

 

ო, აპატიეთ! -

მას მხოლოდ ერთხელ,

მხოლოდ ამ ერთხელ ჩასთვლიმა ღამით...

და ჯავრად ჩაჰყვა მარტივი ფიქრი:

„ვაითუ რამე დაშავდეს ამით...

 

გაფრთხილება ანუ მემორიალური დაფა

დედამიწაზე გასაკრავად:

 

აქ, N ათასწლეულიდან

ათასწლეულამდე

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა

ადამიანი!...

 

ლექსპრომტი ილუმინატორთან

 

მაღალია კავკასია!

მაგარია კავკასია!

საქართველო? - საქართველო

კავკასიის კარკასია!

 

სუპერ-მატჩი

(იუმორესკა)

 

თამაშის შემდეგ

ღმერთმა და ეშმაკმა

მაისურები გაცვალეს!

 

ღმერთი - გროსმაისტერი

(ირონიული)

 

ატარებს ღმერთი ერთდროული თამაშის სეანსს

სამნახევარ მილიარდ დაფაზე:

„გროსმაისტერმა გაიმარჯვა

ყველა შეხვედრაში!"

 

ქურდს ქუდი ეწვის

 

ქურდს ქუდი ეწვის, თანაც ეწვის

ძვირფასი ბეწვის!

და მასზედ -

ქურდს რომ ქუდი ეწვის

ძვირფასი ბეწვის -

რატომღაც გული არავის ეწვის...

 

სამცხე-ჯავახეთი

 

ვეღარასდროს დაბრუნდება

ამ მიწაზე საფარ-ფაშა! -

არ გახდება ჯავახეთი

უცხო თესლის საპარპაშო!

 

ლექსპრომტი-ალუზია

 

ახლაც ბედი ქართლისა

ერეკლეზე კიდია

ერეკლეზე კიდია

ერეკლეზეკიდია.

 

მანამ არშიყობს

 

მანამ არშიყობს,

სანამ არ შეყოფს

თავს ცოლის ყულფში...

 

სიჩუმე - ღმერთის ფეხისხმა

 

ყველაზე დიდი პოეზია

ყველაზე დიდი პაუზაა...

 

 

ლექსპრომტი-ანონსი: ფილმი

 

დენი რო მოვა,

დე ნირო მოვა!

 

პოლიტიკოსები

 

ქვეყნად მიტომ არიან,

რო ქვეყანა არიონ!

 

ნაწყვეტი დეპრესიიდან

 

ეს ცრემლი რო ესმევა

ეს მე ვარ!

ეს მიწაც რო ეჭმევა

ვეჭვ, მე ვარ...

 

ავი რეპლიკა

 

როცა არსებობს სენ-ჟონ პერსი და

პოლ ვალერი და შეიმას ხინი...

აიღე შენი ცრუ ლექსი, ძმაო,

და შიგ იმაში შეიმასქენი!

 

ლექსპრომტი: სტატუს-კვო

 

სათქმელი ახლა ერთი მაქვს

ესაა წიგნის ბოლოთქმა:

თუმცა ვერ სძლია კეთილმა

ვერც კეთილს სძლია ბოროტმა!

 

ძე, ძე შეცთომილისა...

 

შენც შეგაცდინა კაშკაშმა

ბილიკის მოლიპულისა!

ფული არ ყველა ფულია,

ფულიც არის და ფულიცა...

 

მორბენალი სტრიქონი

 

სჯობს სიცოცხლეს ნაძრახს -მტრისკენ ჯარი დაძრა!

სჯობს სიცოცხლეს ნაძრახს - მტრისკენ ჯარი დაძრა!

სჯობს სიცოცხლეს ნაძრახს - მტრისკენ ჯარი დაძრა!

სჯობს სიცოცხლეს ნაძრახს - მტრისკენ ჯარი დაძრა!

 

დავით მეფის

 

დავით მეფის -

„გალობანი სინანულისანი!”

თამარ მეფის -

ქალობანი სინანულისანი...

 

მუდამ ასე

 

მუდამ ასე მოსდევს, ღმერთით,

მიწის თემას ცის თემა!

დუმს სიკვდილი - ერთადერთი

გამართული სისტემა...

 

განცხადება

 

ვცვლი ოროთახიან მარტოობას

ერთოთახიან მარტოობაში...

 

ბოლო ლექსი

 

ვერაფერს გირჩევ, ძმაო, უკეთესს:

ადე, ეს წიგნიც ცეცხლს შეუკეთე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ