მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 343 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მეც მახსოვს ჩემი!.. არ მავიწყდება

საღამო მე იქ გატარებული!..

რომ მაგონდება, ახლაც სიამით

და სიტკბოებით მიღელავს გული.


შორს, შორს მაღლობზედ დაცემულ მინდორს

გარს შემორტყმია ხშირი ნაძვნარი,

რომ გაუგრილოს ცხელი ზაფხული

და გაუამოს ცივი ზამთარი.


წმინდა მდინარე, ცელქად მჩქეფარე

გარს შემოუვლის იმ არემარეს,

და თელხს უგზავნის, რომ შეარხიოს,

სულმოკიდებულ ყვავილს, მცენარეს.


სუყველა ერთად იმ ღრმა წყვდიადში

უცდის... მოელის სულგანაბული:

მნათობი როდის აღმობრწყინდება

და როდის დასტვენს ტკბილად ბულბული.


და აჰა, მართლაც მაღალ მთის წვერზე

გადმოჯდა მთვარე სხივმომფინარე;

მიეალერსა ცას და ქვეყანას,

ვით მეგობარი ტკბილ-მომღიმარე.


გამოიღვიძა ცამ და ქვეყანამ

ვერ აშორებენ ერთმანეთს თვალსა,

და თანასწორად თანხმობით გრძნობენ

შემოქმედების დიადსა ძალსა!


მაღალ ხის ძირში ბროლის ქანდაკად

იდგა უძრავად ტურფა ასული,

და მთვარის შუქზე მოძრავ სახეში

გამოხატვოდა გული და სული.


და მიბნედილი მისი თვალებიც

ბრწყინავდა, როგორც წმინდა ლამპარი!

მაგრამ რას გრძნობდა და რას ჰფიქრობდა,

ის იყო ჩემთვის გაუგებარი!


ვფიქრობდი გულში: ნეტავ ეს ქალი

რაზედა ჰფიქრობს და რა აღონებს?

ნუთუ ჩვენს წარსულს, აწ დავიწყებულს,

გულდაწყვეტილი ოხვრით იგონებს?


ითვალისწინებს იმ ჩვენ ძველ დედებს,

ისე პირნათლად რომ იხდიდნენ ვალს:

ქმრებს გასაჭირში უღელს უწევდენ

და უმზადებდენ გმირებს მომავალს?


ჰფიქრობს და აღთქმას სდებს გამსჭვალული,

რომ მათ მიჰბაძოს, მათ მიემსგავსოს,

და მით თავის მხრით, თავისად წილად,

დღევანდელ ქალთა ნაკლი შეავსოს?


ნეტავ თუ მართლა? მაშინ ხომ მეცა

მის წრფელ განზრახვებს მივსცემდი ბანსა,

და როგორც სულის, ისე ხორცისაც

მშვენიერებას ვსცემდი თაყვანსა.


მაგრამ ვაი თუ სხვა რამ აღელვებს

და სხვაზედ იყოს დაფიქრებული,

და დღეს როგორც სხვებს, ისე ამასაც

მხოლოდ სასკვითოდ უცემდეს გული?!


მაშინ შორს ჩემგან! შორს!.. შორს, ოცნებავ!

ვერ დამიმონებს მხიბლავი ძალი!..

იქ, სადაც ქართველ ქალს ვერა ვხედავ,

არ მწამს მშვენება და იდეალი!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ