|
მსურს, რომ ქვეყანა გულში მივიკრა და გახსნილი მაქვს ყველასთვის გული! დაბადებიდან თან ჩამესახა: „ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“.
„ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“? დღეს სუყველგანა და ყველასათვის კუჭია მხოლოდ გამეფებული.
კანონი არის და სამართალი. ვინც დამარცხდება-ის მტყუანია, ვინც გაიმარჯვებს-ის კი მართალი!
სახლიკაცია და მეზობელი... უნდა ჩემს სახლ-კარს დაეპატრონოს და ზედ დამაკლას ჩემი მშობელი.
ახლა რომ მოდის კიდევ სხვა მეხი? ჩემს მიწა-წყალზე ჰსურს დაესახლოს და მოიმაგროს სამკვიდროდ ფეხი!
არ მაქვს საბრძოლო ძალი და ღონე... ვიწვევ მოძმეებს დაუფარავად და არვინ არის მათში გამგონე.
დამშვიდებული რომ არ მაქვს სული და რად ვატარო? ვისთვის და რისთვის, „ძმობა“, „ერთობა“ და „სიყვარული“? |
| პოეზიის გვერდი • • • |
















