|
მთელ საუკუნის ბატონ-მონობამ დაგვიბორკილა ხელი და ფეხი და რჯულთან ერთად ეროვნებასაც საშვილიშვილოდ თავს დასცა მეხი.
და აირია მით მონასტერი! ვსწყევლი და ვჟუჟავ ავსულსა ბატონს და იმავე დროს მიწასაც ვსტირი.
მივდივართ, მივხტით, არა გვყავს მწყემსი; დიდგულას თოფი ზარბაზნად მიგვაჩნს და დიდ მახვილად პატარა ნემსი.
შეერთებულად ჯერ ავიყაროთ და მერე უნდა „ძმობა-ერთობით“ და თანასწორობით ჩვენც გავიხაროთ. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















