|
მესტვირული
სტვირის გუდა მაქვს ბლიაძის, ქამანჩა ქებაძისაო, დაბლა ქვეყნის ვარ მღერალი, შემამკობელი ცისაო; თან დამაქვს გულის გავსილი და ცარიელი ქისაო. ჩემი როცა მაქვს, არ ვზოგავ არა მინდა რა სხვისაო!
ხმელეთისა და ზღვისაო. ამ ქვეყნის ჭრელა-ჭრულები გულმა ვერ შეითვისაო! არც ბატონი მყავს, არც ყმა ვარ, მონა ვარ მეუფისაო, მის ნება-სურვილს ვასრულებ, მორჩილი გულის თქმისაო.
ენა საყვირად ზეცისა, უნდა, რაც ჩამესახება, გავიმეორო მეც ისა. მოკანანახე ცხოვრების, ფერადად მრავალ-კეცისა, ვერ ვაქებ მუნჯის მჭევრობას, შორ-მჭვრეტელობას ბეცისა.
ნაბრძანები მაქვს მე ცისა, თვარა ჩემ თავად მე რა ვარ, მსგავსი მატლის და მხეცისა, ადვილად დასაფშვნელი რამ, როგორც ჭურჭელი კეცისა...
და ძალაც მისი სრულია, სხვა ყოლიფერი ნაარსი მისგანვე გახსნილ-კრულია; რასაც კი დასაბამი აქვს, თანვე ჰდევს დასასრულია; ხორც-შესძულ კაცის შეგნება მოკლე და უმეცრულია!..
ის შიგნით გამოხრულია; ნაგვიანები ცხოვრება ზოგისთვის ნაადრულია და ვაი, სოფლის მიმყოლსა! მისი მოყვრობაც მტრულია.
ღონე რომ გამომელია... ავის და კარგის გარჩევი გამოცდილება ძნელია! მართალი უთქვამს მგოსანსა: «რაც ელავს - ყველა ბნელია!» თურმე შავია ქვეყანა შიგნით, გარეთ რომ ჭრელია; გულგრილად ბრუნავს თავისთვის, სხვა გვარად გამძრახველია; ავიც და კარგიც იმისი, - ორივე საეჭველია... - და რაც ახალი გვგონია, ის თურმე ძველის-ძველია!
ვარდისფრად მეჩვენებოდა: ოცნების ზღვაში მცურავი, სული ნეტარი ტკბებოდა, თან ხორციც გაბრიყვებული, ტკბილ-ჟრუანტელით დნებოდა, იქ, სადაც სხვები ტიროდნენ, მე მარტოს მეცინებოდა, სიტკბოში მღვიძარს, ღამ-ღამით გულ-მშვიდად მეძინებოდა, არას ვნაღვლობდი საჩემოს, არც სხვისი მენანებოდა და თვით ოცნება-სიზმარიც ნებაზე ამეხსნებოდა!..
გადაფრენილი ბუდითა! დამიგდო გამოცდილება მისი კარგით და ცუდითა; სულ ჩამაშხამა, რაც მომცა სწორი გზით, ანუ მრუდითა, წიხლი მკრა, გამაბურთავა, ქვა მასროლინა კუდითა. და მშრალზე დამსვა მარტოკა ჩემი ქამანჩა-გუდითა!... მეც მიტომ ვწუნობ ქვეყანას იერემიას ქუდითა!...
ან ჰგლოვდა რომელ ერსაო? ამას ბიბლია მოგვითხრობს და ძველი აღთქმა წერსაო. გოლგოთის აღმართს შეუდგა, დადგა მთის მაღალ-წვერსაო: დაცქერდა იერუსალიმს, ატყობდა ყოლიფერსაო, იგლოვდა იმის მომავალს, იგლეჯდა თმა და წვერსაო: „იუდიანთა დიდებავ! ჩაუარდები მტერსაო, ბევრ რასმეს მოგანატრებენ, დაგავიწყებენ ბევრსაო, მუსრს გაავლებენ ერთ-გვარად ქალს, კაცს, მოყმეს და ბერსაო... ახალი ძველსა შელახავს, შეუცვლის ხორცს და ფერსაო!...
ზურგზე აგადენ მტვერსაო, მაგრამ ჯერ ბრმა ხარ, ისრაილ, ვერ ხედავ ვერაფერსო. და მტერი აღარ გგონია, ვინც დღეს მოყვრულად მღერსაო!.. - მე რა მრჯის იმის მიბაძვას? სად წმინდა კვერთხი, სად ჩხირი? სად ჩემი სტვირი, სად მისი იერიქონის საყვირი?! ის მაღალ ჰანგზე ჰგოდებდა, მე ბლიაძურად გავჰყვირი, თუმც-კი ორივეს საგლოვის ერთია სარჩულ-სპირი: ის ჰგლოვდა საფლავს იუდის, მე - ირაკლისას დავტირი...
ქვენად მეუფის სახელი, სულით მაღალო, მაღალთა მეფეთა მეინახეო! , დიდ ხანს ვერავინ გაგიძლო, ვისაც კი ხელი ახეო!.. ბოლოს გიმუხთლა სოფელმა, ქეშ-ქვეშ დაგიგო მახეო.. მთლად საქართველოს აღმდგენი მცხეთაში დაიმარხეო, თან ჩაიტანე საფლავში, რაც გულში გაიძრახეო და ახლაც შენი კურთხევა მაღლიდან გადმოგვძახეო!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















