მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1221 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ჯერ სოლომონს მეძახიან, მასუკან სოლომონ ბრძენსა

სანთლის გუთანს ავაშენებ, შიგ შევაბამ უღელ დევსა

ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ, მშრალზე ვინადირებ თევზსა.

ყინულზე კალოს გავლეწავ, მორევში გადავჰყრი ბზესა.

კუს კურდღელს დავაჭერინებ, აქლემს ვანადირებ მწყერსა,

ჭინჭველებს გოდორს ავკიდებ, კამეჩებს დავუყრი ბზესა.


ეს სოლომონი დაფიქრდა, სიტყვას მოჰყვა გასაცდელსა:

წუხელის ამ ჩვენს ქოხშია, კაცს ეძინა განა ბრძენსა,

ხელთ ეჭირა ოქროს ბურთი, ანათებდა ღამე ბნელსა,

სიტურფე და სილამაზეუდგა ოქროს ლოგინზედა,

კარის ქუდზე ჩამოჯდება, ჩამოჰთვლიდა ვარსკვლავებსა

თუ ეს სიტყვა მართალია, ჩემი სიტყვაც გამართლდესა.


სამნივ ერთად დაიბარეს მეთევზე და მებადეცა,

სამთავე ბადე ესროლეს, სამი ტევზი გამოჰყვესა.

სამივ შუაზე დასჭრესა, ტაფაშია ჩააწყესა,

ჩააწყეს და მოხარშესა. თუ ეს სიტყვა მართალია,

ჩემი თევზი გაცოცხლდესა, გაცოცხლდეს და ზღვას ეცესა.


ერთი უყურო კოკა მაქვს მიბარია მემაშხლესა,

ვინც იმას საყმოთ ამივსებს, საყვარელი მას დარჩესა.

შვიდი დღე-ღამე იდინა, კოკას ყელში დააკლდესა,

მოდი, ჩადი კუნძუნელო, თან საყვარელი ჩაგყვესა.


ჩაიტყუეს კუნძულელი, ზედ ზარფუში მოარქვესა.

ოთახსა კუთხივ დაჭედესა, აირეს და ზღვას მისცესა,

ათას ხუთას ხუთ წელიწადს, მავნე არსად არ გაჩნდესა,

იესო ქრისტემ დასწყევლოს მეთევზე და მებადეცა!


მებადემ ბადე ესროლა, კოკას ყურში გამოზდესა,

გამოიტანეს ნაპირზე - ქონება ვიპოვეთ ესა!

დაუშინეს წერაქვები, კოკას პირი მოსტეხესა,

ამოცვივდენ ეშმაკები, აქეთ - იქით გაიქცესა,

ზოგი კლდესა, ზოგი ღრესა, ზოგი წისქვილს შევარდესა.

მაშინ ამან გააჩინა ხვიმირი და სარეკელსა,

ვინც წისქვილში იღალატებს მისის სული მას დარჩესა.


დაგლოცოს პირმა ღვთისამა, ნაწილმა ბარძიმისამა,

აქ საყდარმა გორისამა, ქალაქის თელეთისამა,

სიონმა და გორიჯვარმა, მაყურებელმა მტკვრისამა.


სესიამ უთხრა ტეტიას, ია წავიდეთ ტყეშია,

შენ მაგრე სერ-სერ წამოდი, მე გავალ თეთროანშია.

გავიხედე ტახი მოდის, მაღალია და მრეშია,

თოფს წამალი დავაყარე, მარდათ მოვიგდე კვესია,

იელა თოფმა, გავარდა, მეედო ძუძუ-ფთეშია,

გადავხტი და ზედ დავაჯექ, ხელი ამოვდე ყბებშია,

ერთი იმანაც ამამკრა ამ სისქე ბარძაყებშია,

იდინა სისხლმა, იდინა, ჩავიდა პაჭიჭებშია.

დავჯექ, მაგრა შევიხვიე, ვაიმე დედავ წელია!


თოფი ხეზე მივაყუდე, ჯოხი ავიღე ხელშია

ორი სერი გადვირბინე, ერთი არ დამიხვნეშია,

მესამეს რომ ევუდექი, სული მომადგა ყელშია

მიველ, დედა-ჩემთან დავჯექ - ვაიმე დედავ წელია!

- ნუ გეშინია სესიავ,

შენისთანა მონადირე ტახს ბევრი გაუსრესია!


როსტომ სთქვა: ესე სოფელი კაცს ხელში გაუქანდება,

ვინცა სთქვა, ახლა მე დამრჩა, არც იმას გაუთავდება.


როსტომ სთქვა, მიწა გრილია, მტერსა არ უნდა რბილობა,

კარგია ვაჟიკაცისთვის ომშია გამოცდილობა.


როსტომ სთქვა, სიბერკაცითა სიტყვა სათქმელად გაჭირდა

წადით, ჰკითხეთ დიაკვანს, როსტომის ხმალსა რა სჭირდა ?

კურტნიან აქლემს ჩამოჰკრა, ცხრა ადლ მიწასა სხვას ჰსჭრიდა!


ამირან დევი შაიბნენ ჯერ დილა იყო მზიანი,

ამირანმა დევი დასცა, მიწამ დაიწყო გრიალი,

დასცა და ბეჭი მოსტეხა, ადგილი დახვდა ქვიანი,

ბეჭმა ძაან შეაწუხა, დააწყებინა ღრიალი.

აცა, ამირან, ნუ მომკლავ, პირი მაფიცე მზიანი,

წყალ-გაღმა ერთი ქალია, ამამავალი მზე არი,

ვინც იმასა არა ნახავს, იმის ბიჭობა რა არი?!


ციცა და თაგვი შეიბნენ, ჯერ დილა იყო ცისკრისა,

ომი ასტეხეს იგეთი, ბრიალი ადის ისრისა,

ერთი ბუღა თაგვი დასცეს, მწვადი ამოსჭრეს კისრისა,

ჩვენს იქით ერთი წისქვილი ნიჩბის პირივით ისვრისა,

მეწისქვილეს ასტეხია დარდუბალა და ღვთის რისხვა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ