მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 357 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ასესტანტებს დავარიგებ,

არ ვახსენებ სახელს და გვარს...

ხახვ-ნიორი ვინცა სჭამა,

პირი მხოლოდ იმას უყარს!


სამგლე, წუპაკი მურია

შეჰყმუის, შეჰყეფს მთვარესა,

რამდენი ძაღლი ჰყოლია

საბრალო ჩვენსა მხარესა?!

 

1

 

ერთგული ძაღლი მტერს უყეფს,

ორგული შინაურებსა;

საითაც უწრუპუნებენ,

იქითკენ აცქვეტს ყურებსა.

 

2

 

კუდ-ქიცინა, ფეხთა მლოკო,

ბობოლების ფინაო,

ვსთქვათ, რომ კაცის არ გრცხვენია!

ღვთისაც არ გეშინიაო?

 

3

 

როცა ძაღლები აყეფდნენ,

შენ რაღასა ჰყეფ მელაო?

- მეც საქათმეში მივძვრები

და მსურს მოსტყუვდეს ყველაო!..

 

4

 

საშოვარის დროს ქორია,

საწუწკარის დროს ღორია,

გინდ იყოს საკურთხეველსა,

მისი სიწმინდე ჭორია!..

 

5

 

თავი დევ-გმირი გგონია

ჭკუა-საწყალო ბექია,

რწყილების მონადირე ხარ,

საბრალოვ, ნაცარ-ქექია!!

 

6

 

ცა რომ გრგვინით ჰქუხს და ელავს,

მიწას ეკვრი, მაშინ... წივი,

ღობემძვრალა რას მიხვდება:

სად ჰფრენს იმ დროს ცის არწივი?

 

7

 

პატარა თავის და გულის

პაწაწინა გრძნობა-ჭკუა

უგზო-უკვლოდ რას ჭუჭყუნებს?

და საიდან გამოჭყუა?

 

8

 

საიდუმლო შენი მცნება:

კუჭი, მუჭი, ფუჭი გული!

შენისთანა სხვაც გვინახავს

ანტიქრიტეს მოციქული.

 

9

 

რომ არ გქონდა, უარ-ჰყოფდი

სხვის შეძლება ქონებასა!

რომ იშოვნე, შეურიგდი

ბატონ-ყმობა - მონებასა!!

 

10

 

ჭკუა გრძნობის ასაწონად 

გამოსულახარ მეგობარო!..

შავი ქვა ხომ არ გგონია,

რომ ფუთობით მოიპარო?

 

11

 

ნახირ-ნახირ  გამოსულხარ,

კუდი გაგიბზეკიაო;

რასაც თესავ და რასაც მკი,

სულ ჩალა და ბზე კიაო

 

12

 

ურიასთან შაფათაა,

ქრისტიანთან კვირიაო!

საქმით დაბლა მოქვექვეშე,

სიტყვით მაღლა ყვირიაო!

 

13

 

თქვენო მაღალ ღირსებაო!

თქვენო პატიოსნებაო!

ამ თქვენს ტიტულს აგვირგვინებს

სიზმარი და ოცნებაო!..

 

14

 

მაძღარი სხვისი პურითა

დამტკბარი მტრობა-შურითა,

ჰხედავს და ისმენს ყოლიფერს

სხვისი თვალით და ყურითა!

 

15

 

თამარიც გიყვარს და ნინოც,

მახსოვს დიდება ძველიო!

მაგრამ ორივეს ივიწყებ,

როდსაც ანას ელიო!..

 

16

 

თამარ და ნინო ენაზე

გაკრავს ვით სიტყვის მასალა!

ანას კი გულზე მიიკრავ -

სულ სხვა ეშხი აქვს! სხვა ძალა!!

 

17

 

ნინო ნინად გადაგვექცა

და თამარი თათიადა!..

ზოგიერთ ქალს რაღა ეთქმის

თუ არ: "მახლას?", "აფსუს!", "ხათა?!"

 

18

 

ცოლად და დედად არ ვარგა,

არც ვარგებულა ქალადა!

წიგნების ნაცვლად ის უჯობს

ხელში აიღოს კალათა!!.

 

19

 

ქმარი ცოლად გაგიხდია,

გახდომიხარ ვითომ ქმარად?

იცოდე არ გამოდგება

ძმარი ღვინოდ, ღვინო ძმარად!..

 

20

 

ბულბული რომ ვარდს დასტვენდა,

ძაღლი დაღრენდა ძვალსაო,

ვირიც ბანს დაყოყინებდა,

ჰანგებს ატანდა ძალსაო!

 

21

 

მტრებისთვის ბუმბულ-ბამბა ხარ

და მოყვრისთვის ქვა და გუნდა?

ან გიჟი ხარ, ან სულელი!

ორში ერთი!.. რა თქმა უნდა?

 

22

 

ხის ფარ-ხმალი აგიღია!

ჯოხიც ვითომ თოფურია?!

ტვინზე ვინ გყავს მოწვეული,

ნაზარა თუ თოფურია?

 

23

 

ვარდს შეუთვალა "მომშორდი,

მძულხარო!" მყრალა ჭიამა,

ვარდმა სთქვა: "ღმერთი ხომ ხედავს,

რომ ეს მტერობა მიამა!

 

24

 

შიგნით ჭრელი ხარ გველივით,

გარეთ კი ბამბის ქულაო!

იმის ჭირიმე, ვინც ჩემი

შენ თავი შეგაძულაო!

 

25

 

ვინც ნახა კატა დამფრთხალი

პატარა თაგვის შიშითა?

რამდენსაც მეთყვით: "ჰკა მაგას!"

მეც გიპასუხებთ "ჩიშითა!"

 

26

 

როგორც ღრუბელთ წინამძღვარსა,

უყვარს გრგვინვა ჭექა-ჭუქი,

რომ მის ფრთებ ქვეშ შეიფაროს

წიწილა და ბატის ჭუკი.

 

27

 

მართლის თქმით და გულწრფელობით

ბევრი ვინმე მოიმდურა,

უფრო კარგი იქნებოდა,

რომ არ იყოს ის ცმუტურა.

 

28

 

ბევრს ამბობს და რიგიანად,

რც გულში აქვს ვერ დამალავს;

ნიძლავს დავდებთ, ვინც რომ იმას,

შეაჩერებს ან დაღალავს.

 

29

 

კატასავით მოკრუტუნე,

წყნარი, ფრთხილი კუდა-მელა,

მხოლოდ ჰფიქრობს თავის თავზედ,

სულერთია მისთვის ყველა.

 

30

 

არც არაფერს გააკეთებს,

არც არაფრის წამხდენია;

მაგრამ ზოგჯერ მისი სიტყვა

სიზმარივით აგვხდენია.

 

31

 

უმნიშვნელოდ არას იტყვის,

და თუ ნახა მან მიზანი,

ერთს მისთანას დაიძახებს

როგორც დიდი ზარბაზანი.

 

32

 

სიტყვით წმინდა გიორგია,

საქმით თურმე გეურქ-აღა;

უწყლოდ თევზი გააჩინა,

რიყეები გააბაღა.

 

33

 

პროკურორად ნამყოფია,

მერე იყო თვით ვექილად,

სადაც გინდა, როგორც გინდა,

გამოდგება ის ადვილად.

 

34

 

ხან ჩვენია, ხან სხვისია;

ხან აქ არი, ხან იქ არი.

ხან წაღმა და ხან უკუღმა

ბდღვირს აადენს, როგორ ქარი.

 

35

 

გულით ამბობს, რასაც ამბობს,

რაც პერანგზე დაიწერა

და თუ სცდება, მისი ცოდვა

მიეცა მას, ვინც ჩაბერა.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ