|
ოთხი ფიცარი კუბოსთვის უბრალო, შეუმკველადა და ოთხი მუშაც წამღები, რომ გამასვენონ ხელადა.
არცა რა ცერემონია!. არ მინდა!.. მოლას ანდაზა მეც ბევრჯერ გამიგონია.
სადაც არ იყოს სხვა მკვდარი!.. ზაფხულმა მწვანით შემმოს და თოვლს მაყრიდეს ზამთარი!.
დაქათქათებდეს ზედ მთვარე, და ვარსკვლავები ჭიკჭიკა, მიბნედით მოსხივ-ცისკარე.
შაშვმა მისტვინოს ზევსური, რომ მის მაღალ-ბან სალამურს სიკვდილმაც დაუგდოს ყური.
ჩასკვნით ჩამკვნესოს "ნანინა”, იქვე მახლობლად ბუჩქებზე მას აერჩიოს რა ბინა!..
ერთსაც დავსახავ სხვა რამეს: კავშირსა სიკვდილ-სიცოცხლის, ორივე სოფლის სიამეს!
ყოველგვარ სანახაობას, რომ იქ უქმე დღეს ვხედავდე მოზარდულ ქართველ-თაობას!..
ეხორცებოდეს ქართველ-ერს!.. და თავისუფლად დამღერდეს ძველებურ „მრავალჟამიერს!." |
| პოეზიის გვერდი • • • |
















