|
პოეტების ბედის ვარსკვლავს ქვეყნად ვერრა შეედრება: მათს სიკეთე-დღეგრძელობას სუყველა ღმერთს ევედრება.
მათოდენა მეგობარი! ყველას უნდა მათი ნახვა - უყვართ მათი საუბარი.
მზად არიან მისცენ მხარი! "ვაშა-ვაშას" შესძახიან და მხარს აძლევს მთა და ბარი.
დიდია და საოცარი: ცოცხალს ტაში! მკვდარს - გვირგვინი, აი, მათი საჩუქარი...
ვერაფერი შეედრება!.. და მიკვირს, რომ პოეტობა სუყველას არ ენატრება?!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















