|
ცაში ვარსკვლავი ვარსკვლავზე ღვთისაგან დანათესია, მაგრამ ამათში ყველაზე შუქურა უკეთესია!..
პირთა-მზე, მზეთუნახავი, მაგრამ იმ ნინოს მსგავსის კი არავისი ვარ მნახავი.
იგივე მშვენიერება!.. მკურნალი ივერიისა, - საერო ბედნიერება.
დაუდებელი ფასისა, სიმდიდრედ ხელში ეჭირა უბრალო ჯვარი ვაზისა.
საშვილიშვილო სიმდიდრედ, ჩვენც სჯული და ეროვნება ორივე მაზედ ვამკვიდრეთ!
შეკრული იმისივე თმით: სურვილით გამაგრებული, განმტკიცებული გულის თქმით. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















