მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 660 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თვალ-ციმციმა, კბილებ-ბროლა,

პაწაწკუნა ტუჩ-მარჯანა -

ზოგჯერ წმინდა ცეცილია,

ხან ეშმაკი, ვით სატანა.


დალაციცობს, ყველას ხიბლავს,

ხელოვნურად უხლართავს გზებს:

მარჯვნივ ელავს, მარცხნივ ქსელავს

და შიგ აბამს, როგორც ბუზებს,


ფრთხილად, ფრთხილად! არ შეგრჩება...

გადაგხდება ტუჩ-მარჯანა!

თვისვე ქსელში რომ გაება,

ბევრი ვნახეთ შენისთანა!..


შენც დაგიჭერს ერთი ვინმე,

რომ არ ფიქრობ - იმისთანა

და მაშინ-კი აგეხსნება

სიყვარულის გამოცანა.


სილამაზე, სიჭაბუკე,

მომხიბლავი კაცის გულის,

ედემს ქმნილი, ცაში თლილი,

აკვანია სიყვარულის.


და გვირგვინი-კი მისივე

დედობაა და ცოლობა...

გინდა დაჭკნეს, გაცამტვერდეს

შვენება და ყმაწვილობა.


მაგრამ გვირგვინს ვერ იტვირთებს,

ჩემო კარგო ტუჩ-მარჯანა,

ვინც უარჰყო მისი ქვეყნის

ბიბლიური ანაბანა!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ