მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 915 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ჭაბუკობის დროს, როდესაც

სიცოცხლე გრძნობით დნებოდა,

ფერადი ჭრელი ქვეყანა

ვარდისფრად მეჩვენებოდა.


სიკვდილიც ტკბილი მეგონა,

საძრახსა არვის ვძრახავდი;

დიდს და პატარას სულ ერთად

ანგელოზებად ვსახავდი.


აღარ დგებოდა ბუდეში,

ფრთებ-შემოსხმული გარს, გული;

შიგ ია-ვარდი ჰყვაოდა

და ჭიკჭიკობდა ბულბული.


რომ დავვაჟკაცდი მესტუმრა,

"თვალ-დიდა" გამოცდილება

და მოწონებულ ქვეყანას,

მევე შევნიშნე ცვლილება:


ვარდი ერთი თვით იშლება!..

თერთმეტით - მარტო ეკალი

და კაცის ანგელოზობაც

აღარ გამოდგა მართალი!


გული დააჭკნა საგულეს,

კარს მოიქაფა ნაღველი!..

ბულბულიც ყორნად გადიქცა

ჭრომახი ქვეყნის მნახველი.


ხანში რომ შეველ, ქვეყანას

გულგრილად ვავლებ მე თვალსა,

ვარდს აღარ ვაქებ - ვადიდებ

და აღარც ვწყევლი ეკალსა.


ორივე ერთ ხეს აბია!..

ძირი ორივეს ერთია!..

მათი გამრჩევი, მსაჯული

თვით შემოქმედი - ღმერთია.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ