ნუ კითხულობ, ვინა ვარ? სიდან მოვალ? სად მივალ? სულ ესა ვარ, რაცა ვარ, რასაც მხედავთ თვალ-და-თვალ!
არც ბატონად, არც მონად! ცა ქუდად არა მყოფნის, დედამიწა ქალამნად!
ნებით არვინ მყოლია! ვინც მიცნობს და ვისაც ვსცნობ, ყველა ჩემი ტოლია!?
ფულით არ მიყიდია!.. მხოლოდ გული და სული მათი გზა და ხიდია!
არც მექნება, მგონია, მაგრამ ჩემზე მდიდარი არც კი გამიგონია!
ღვთისგან მოცემულია: სულია ის საუნჯე და სიმდიდრე გულია!
თან დამაქვს ეს დიდება!.. განჩინების ძალითაც ხელი არ ეკიდება.
ნუ მოდიხარ, მოვალე!.. სიმდიდრეც ამას ჰქვიან... ვინც მომცა... ვენაცვალე!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |