|
ზოგს ის მოსწონს, ზოგს ეს მოსწონს, სულ სხვა და სხვა ბევრი რამა: მე კი ყველას მირჩევნია პაწაწინა პანორამა:
ყველა ნათლად, უტყუარად, გინდ იხმარონ მელის ტყავი პირ-ბადედ და ხელში ფარად.
ამისთანა საჭვრეტელი, მაგრამ ჩვენში ერთი არის: „საზოგადო სარბიელი“.
აქ შეხვდებით ყველას ერთად, გაბერილებ-გაგუდულებს, თავი მოაქვთ რაღაც ღმერთად.
გაუხდიათ სიყვარული!.. სათვალმაქცოდ იძახიან: „ოჰ, სამშობლო, ოჰ, მამული!“
საგულ-კოჭო - ლიბერალებს, ყველას, გულში სულ სხვა უძევს!.. თავში სხვა რამ უტრიალებს!
გზას გვიხლართვენ წარა-მარა!. დროა თვალი გავახილოთ!.. რაც მოვტყუვდით, ისიც კმარა...
მოღვაწეა განა ყველა? ზოგჯერ თურმე ძაღლივით ჰყეფს მატყუარი კუდა-მელა,
გამოვიდეს სულ სხვა დასი, რომ ძველსაცა და ახალსაც ღირსეული დასდვას ფასი.
ვინ თქვა ქვეყნის სამსახური? ვინც ღირსია - მას თაყვანი!.. ვინც არა და - მას პანღური!..
"გასაცნობად პანორამას და გიმღერებთ იმერულად „გვეგონას“ და „ჩაირამას“.
სულ ჩვენები და არ უცხო!.. მინდა საგზლად თვითოეულს "გამოცანა" გამოუცხო.
ყველაზე წინ რომ დამდგარა და სახეზეც აწერია "თავმოყვარე!.. მეტიჩარა?'
აქ სულ სხვაა და იქ სულ სხვა!.. აპრილივით მოიდარებს, მარტივით კი იცის სუსხვა...
გოლგოთაზე მისდევს ქრისტეს და ყველაზე მაღლა ჰყვირის "წაიყვანეთ! ჯვარს აცვით ეს!"
ქრისტიანთან უვლის ერთად და იძახის: "ქრისტე აღდგა!" ვაღიაროთ ღმერთი ღმერთად.
ხან მორჩილი - მონა შვილი!.. არც აქ არის, არც იქ არის, მიხტი-მოხტის როგორც რწყილი!
"ფიგაროა მწერლობაში!... იმას სცდილობს, მხოლოდ იმას, რომ ატეხოს რამ განგაში!
მეგობარი მეგობარსა; მერე შედგეს მაღალ სერზე, გადაძახოს მთა და ბარსა:
გმირი, ყოვლის შემძლებელი?... კარზე ყურით მიბმული მყავს იუდა და ბულზებელი.
ეს ქვეყნა გაჩენილა!... ზამთარ-ზაფხულს მე ვაყენებ, ჩემით ცივა, ჩემით თბილა!...
მოუწყვია არე-მარე!... მე ვათენებ, მე ვაღამებ, მე ამომყავს მზე და მთვარე!
მე ვარ თქვენი წინამძღოლი!... მე ვარ მხოლოდ მე! მე! მე! მე! ... არვინ არის ჩემი ტოლი!
გაგვიჭედა ყველას ყური!... წვერიც აქვს და - "მე"-საც ბღავის ვით თხა - თხების მეთაური.
ჩვენი ცხვრების ბედისწერა! მაგრამ ჩვენ-კი უკაცრავად, იმისი რამ არა გვჯერა:
იმისთანა მეთაური!.. თუ გარეთ მგელს გადაურჩა, ძაღლი შეჭამს შინაური!
გადაკვრია თვალზე ბისტი, და ყოველგან "მე"-ო ბღავის ზოგიერთი პუბლიცისტი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















