მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 952 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ცოტა ნიჭი, ცოტა ცოდნა:

ზედ ქართული ანა-ბანა...

ცა ქუდად არ მიაჩნია

და ქალამნად ეს ქვეყანა!


ხან რუსთველობს, ხან შავთელობს,

ხანაც მოიჩახრუხავებს...

აძიმწარებს ტკბილ-ქართულსა:

ხან თავს ჭრის და ხან ატყავებს.


საპირადო და საკუჭო

აზრებს აძლევს მაღალ ბანსა;

სიტყვებს გააქვს ბრახა-ბრუხი,

როგორადაც ბარაბანსა.


წამოყაჭავს ტკბილ-ტკბილ რითმებს:

„კუჭო-მუჭო, გულო-ფულო!“

და ბოლოში მიაკერებს:

„ოჰ, მამულო დაღუპულო!“


ვინც ამ სიტყვებს აბდა-უბდად

მიაკოსებს... მოაკოსებს,

პოეტია!.. სხვა რა უნდათ

ჩვენ კაჭკაჭა-კრიტიკოსებს?


ამ სიტყვებში ეხატებათ:

ხელოვნება - პოეზია!..

ია, ვარდი და სუმბული

მათთვის მხოლოთ ჩალა-ბზეა!..


ტაშს უკვრენ და იძახიან:

„ვაშა! ვაშა! - გენიაო!..

დაცემული ჩვენი მხარე

ამის აღნადგენიაო!


ზეგარდამო შთაგონებით

ცამდი აწეულიაო

და ვინც ამას თაყვანს არ სცემს,

ის ბოროტი სულიაო".


შეფერებულ ვითომ პოეტს

თავი მოაქვს რაღაც დიდად

და მწერლობას ცხოვრებისთვის

ის იკეთებს გზად და ხიდად:


ხან აქ არი, ხან იქ არი

მიძვრებ - გაძვრებ - გამოძვრება!

მაგრამ ყველგან მედიდურობს,

კოლოტივით იბერება.


იცის კარგად, რომ ამწონი

და გამზომი არვინა ჰყავს...

რომ კრიტიკოს-კაჭკაჭები

ვერ არჩევენ ბულბულს და ყვავს.


აი, ამან გაასწორა...

მხოლოდ ამან მთა და ბარი

და მიტომაც მრავალია

პოეტობის მაძებარი.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ