აქეთაც ვარ, იქითაც ვარ, მიყვარს შუა მე ტრიალი!.. მაგრამ არსად კი არა ვარ: ჩემთვის ვარ... ნეიტრალი.
არ მებნევა გზა და კვალი!.. გადავდივარ!.. გადმოვდივრ!.. ისე როგორც ნეიტრალი.
რომ განრისხდეს!.. იყოს მწყრალი!.. იაც მომწონს, ვარდიც მიყვარს, რადგანაც ვარ ნეიტრალი.
ორად გაჰყო ჩვენი ძალი, მე არც ერთს არ ვემატები: განზედა ვარ ნეიტრალი.
საქმე არის ყველას ვალი, მაგრამ მე ჯერ ვალს არ ვიხდი, სანამდი ვარ ნეიტრალი.
ერთად შემხვდა ორი ქალი: ერთი ერთს მთხოვს, მეორე სხვას... დამაფიქრეს ნეიტრალი.
აქეთ თვალი!.. იქით თვალი!.. ბისმარკივით გამოვძვერი, დავრჩი ისევ ნეიტრალი.
იქ სუყველა იყო მთვრალი, მე ვსვი, მაგრამ ფხიზლად ვიყავ, რადგანაც ვარ ნეიტრალი.
ვაი, მხოლოდ მისი ბრალი, თვარა ყველგან კარგი ყმაა ჩემისთანა ნეიტრალი!..
მიყვარს შუა მე ტრიალი!.. მაგრამ არსად კი არა ვარ ჩემთვისა ვარ ნეიტრალი!! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |