ფუ! ჩემს ვარსკვლავს და ჩემს ბედისწერასა: ცივ ნაცარში მიმატყუპა კერასა! რაც მებადა გაატანა ურჯულოთ შემოსეულ ჩხიკვს, ყვავსა და ძერასა.
რომ საკანად გამიხადა ეს მხარე, სადაც სისხლი დავანთხიე სარწყავად და ცრემლებიც თან ჩავურთე მდუღარე?
მეორეთი - ვთოხნიდი და ვბარავდი!.. სისხლის ოფლში გავიწურე... გავკაჟდი, გავფოლადდი ცეცხლში!.. დავპატარავდი!
მზე ვერ მწვდება ჯერ ვერც შუქით ვერც სხივით და თუ დამწვდა... ჩამომჭვრიტა სარკმელში, ვიბრჭყვიალებ ერთხელ კიდევ ვერცხლივით!
სანამ ასე მიკრული ვარ კერასა!.. შხამ-ნაღველი და ძირმწარე ჩემს კალამს! და ცრემლები ამ ჩემს შემკრთალ წერასა!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |