ალვის ხე აყვავებულა, ამშვენებს არე-მარესა გარს იხვევს ქვეყნის მშვენებას თავს ივლებს მზეს და მთვარესა.
მზეთუნახაო, თინაო! მშვენიერებამ შეგამკო ცით მადლი გადმოგფინაო!"
ფიალი თვალის მომჭრელი!.. გრძნობა-გონებას იტაცებს, არ ეკიდება კი ხელი!
შიგ გრძნობა ნაგუბარიო; არ ეკარება ჯერ ტრფობა!.. შორს არის მეგობარიო!"
მგოსანი აღელვებული; თავი შესწირა სამსხვერპლოდ, საკვერთხად დაუდგა გული.
ჩანგზე დაჟღერა... დაჰკვნესა; ცეცსხლ ანთებს... კაჟი მონახა, ნაპერწკლებსა ჰყრის, დაკვესა.
ზვარაკი შენი გულისო; მგოსანი ტრფიალებისა, დამკვესი სიყვარულისო."
მაგრამ ხე ყვავა, არ ხმება!.. რა უცნაური ცეცხლია, რომ ნამდვილს არ ეთანხმება!..
ტკბილად, უცეცხლოდ მწველიო, სულით სჩანს, გულით იცნობა, არ ეკიდება ხელიო!"
ამშვენებს არე-მარესა!.. შეყვარებული თინათინ ამეტებს მზეს და მთვარესა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |