|
ყველამ ვიცით სიყვარული, ყველასა გვაქვს გამოცდილი, მას შემდეგ, რომ ევამ ადამს შეაპარა უცხო ხილი...
უკუღმართად გვიცემს გული: რაც ჩვენია, მოგვწყენია, გვენატრება აკრძალული.
მზეთუნახავ ცოლის პატრონს, გინდ მახინჯი რამეც იყოს, სხვისი ცოლი უფრო მოსწონს!..
რომ ქმარს თავი შეაყვარონ, თუ იმათაც წრფელი გულით სხვის ცოლობა არ ინატრონ?!. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















