მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1238 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ეს ცხოვრება ისე ვიცი,

როგორც ჩემი ხუთი თითი;

ბევრი ვნახე საგულისხმო -

სიავ-კარგის მაგალითი.


სისხლხორცობაც, მეგობრობაც,

სიყვარულიც ტუილია,

თუ შეძლება მას სარჩულად

და არშიად არ ავლია!..


რისი თავი?! რისი გული?!

რასი ჭკუა?! რასი გრძნობა?!

ეს სულ სიტყვის მასალაა,

მითქმა-მოთქმა და უბნობა!


კუჭი გრძნობს და კუჭი ჰფიქრობს,

ჭახრაკია ქვეყნიური!

კუჭზე არის გამობმული

ქვეყნის თვალი, ქვეყნის ყური!..


ჯიბე არის მეკავშირე

ერთობის და მეგობრობის,

იგივეა გზა და ხიდი

სიყვარულის და ცოლ-ქმობის!..


ხალხი მიდის ძაღლის კვალზე:

თუ ასვი და თუ აჭამე,

კუდის ქნევით გიწუწკუნებს

და შენთვის ჰყეფს დღე და ღამე!..


თუ ვერა და - მის სამსხვერპლოდ

გინდა დადნე, ვით სანთელი,

ყურადღებას არ მოგაქცევს,

თანა-გრძნობას ნუ მოელი!..


თვით იესო მაცხოვარმა

ქვეყნად რა არ ჩაიდინა?

კიდით-კიდე სასწაული

მიაფინა, მოაფინა:


ხალხს ჰკურნავდა, მკვდარს აღდგენდა,

ზღვა და ხმელი დაიმონა,

მაგრამ ბრმა და ყრუ ქვეყანა,

ვერაფრით ვერ შეაგონა!


ვერც ძალით, ვერც სასწაულით

ვერაფერი ვერ გააწყო,

სანამ ერთხელ უდაბნოში

მშიერები არ გააძღო!...


მაშინ კი თქვეს: "მესიაა!"

ახრიალდენ ყველა ერთად;

დაიჯერეს სასწაული

და იწამეს ღმერთი ღმერთად!..

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ