|
გასაოცარი მისი შვენება არის ქვეყნიურ დემონის დარი, როდესაც გესლი და შეჩვენება ჯოჯოხეთიდან არის მომსკდარი.
პატრონი იგი წამწამთა ქოხის, მას გამძაფრება მომეტეორე თან სდევდა დენდის, ზახერ-მაზოხის.
შეხვედრა მკაცრი გადასწყვეტს ღამით, რომელს დარჩება უფლება ლომის, ჩაილდჰაროლდის წამოსასხამით. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















