მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1156 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მუხრანის საზღვარს გადადის,

გზა, დამქანცავად შორი.

წყაროსთან შედგა, ცხენიდან

ფრთხილად ჩამოსვა ცოლი.


ჯერ მოსასხამზე შეუხსნა

მკვრივად შეკრული თასმა,

მერე წყაროსთან დასვა და

წყალი პეშვებით ასვა.


ხეობა ქსნის და არაგვის

მდიდრულ სიმშვიდით სუნთქავს,

ცა ლურჯია და მაღალი,

ბავშვის სულივით სუფთა.


უეცრად კაცი გამოჩნდა,

ბილიკს გადმოჰყვა ვიწროს,

კი, ყივჩაღია, ქართველი

ყივჩაღს მაშინვე იცნობს...


ველური ხილის სურნელი

აქვს ღვინობისთვის ნიავს,

ქალი წამოდგა, ნაწნავი

მხარს უკან გაიქნია.


უყვარს ქართველ კაცს სტუმარი,

უცხოს სუფრასთან იწვევს

და რაღაც, მაინც ვერ არის,

რომ უნდა იყოს, ისე...


ხეზე ყორნები სხდებიან,

ან ქვესკნელისფერ წყვილებს,

რა გეშ-გუმანი აწვალებთ,

შავ გულმკერდდანერწყვილებს.


დაჯდა ყივჩაღი, გახედა

აწრიალებულ ლაფშას,

პური გაღეჭა, ეშვებით

ხორცი ძვლიანად დაფშვნა.


არც სუფრის წესი ანაღვლებს,

არც რამე სიტყვის პოვნა,

არც სამშობლოსას ამბობს და

არც წინაპრების ხსოვნას.


ღვინოს ხვრეპს, წვერზე ჩამოსდის,

განა რამ სურვილს ითმენს,

ზოგჯერ ქალს უცქერს,

ტყაპუჭზე იწმენდს გაქონილ თითებს.


მასპინძლის მზერას წამიერს

დამჯახებ მზერით ზაფრავს...

კაცი კი არა - ლომია,

ტორით ისწორებს ფაფარს.


თვალებამღვრეულს სიშმაგე

კისრის ძარღვივით უთრთის.

დააძღა... ყელში ამოსდის

სისხლი და ხორცი უფლის...


უცებ ქალს გადაეძალა,

ქმრის ერთგულსა და მორჩილს.

თმით იჭერს, ცალყბად იცინის,

გულისამრევად ლოშნის.


ქმარი ავდება, ავდრდება

და მტერს ჭკუიდან შემშლელს,

არ ინდობს, ხმლიან ხელს უჭერს,

შუბლით ულეწავს ეშვებს.


მძიმედ ბარბაცებს ყივჩაღი,

სხეულს ვერ იჭერს მოქნილს,

იქნებ ხმლის ქშენაც ჩაესმა,

ცალ მუხლზე წამოჩოქილს.


ქალი კანკალებს, ხელებში

ალეწილ სახეს მალავს,

ეს ტვინი ჩამოექონა

გაპობილ თავის ქალას.


მთებს ბალანს უშლის,

ყივჩაღო, შენი ყმუილის ექო,

ქუსლებქვეშ მიწა გაგექცა,

ცა თავზე ჩამოგემხო.


ვერც შენ შეირგე პატივი,

თუმცა, მომხდარა როდის?!.

რაღა შენ დააფასებდი

მადლს სტუმარმასპინძლობის.


შენივე სისხლში იხრჩობი,

ვით არ შეზარავ მნახველს.

ხრიალებ, თურქულენოვან

სასიდან სიკვდილს ანთხევ.


მიდიხარ, მიგაქვს ჭრილობა,

სული შავ ლანდებს ებრძვის.

იქ - შენი დამხვედრისაც... და

აქ - შენი დამტირებლის!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ