| 
 ჭავლის ბადეში მზე ფართხალებდა, ჭავლი ღვიოდა, როგორც ღადარი... ქალი ფარულად მითვალთვალებდა და მის თვალებში იდგა ავდარი. 
 ქალი დაეთრო მდინარის ალერსს,- იწვა სილაზე სველი თევზივით და მზეზე ვნებით ნაბავდა თვალებს. 
 არ ჩამქრალიყო ჯერაც ანცობა: ორი რიყის ქვა ეწყო უბეში, რომ ჩაექოლა ჩემი კაცობა! 
 ქალი იყო თუ ალის ხვეული, - ელვის სისწრაფით მომედო ტანზე, წყალში ვიდექი, მწყუროდა წყალი... და იყო ასე: მზე - მაღლა ცაზე და მის ქვეშ, დაბლა - შიშველი ქალი!.. 
 ქალს მაინც მზესთან ჰქონდა ცილობა, და გლეჯდა მკერდზე მოდებულ ლაგამს ჯიუტი ტანის ატეხილობა!  | 
| პოეზიის გვერდი   • • •    | 
















