ჯვარი, როგორც ჩიხტიკოპი, ხურავს მცხეთას, მოდის მტკვარი, კი არ მოდის, მორონინობს, მაყვლოვანში ენას იდგამს ჩიტის ბარტყი: ნინო, ნინო...
არაფერი... შემეწიე, რომ ჩიტივით გულმა გიგრძნოს, მარცვალ-მარცვალ გაბნეული სინანული მაპოვნინო...
კვირტებს, როგორც ზანზალაკებს არხევს სიო, მაყვლოვანში ერთი ბეწო გალობს ჩიტი: ნი-ნო, ნი-ნო... |