ჩემი ცხოვრება აეწყო ასე: ბევრი სურვილი გაქრა თავისით, ფრთები კი შემრჩა და თითო ფრთაზე თითო უმწეო ბარტყი დავისვი:
გოგო და ბიჭი! ხატი და ფიცი! ხარკი და წვლილი! თვითონ ბუნების მდიდარი ნიჭით და სიყვარულით შექმნილი წყვილი.
და უკვე იცის, როგორ მიაპყროს ეშმაკი თვალი უბრალო საგნის ბრწყინვას თუ ციმციმს და შიგ ჩამალულ შაქარს თუ მარილს.
და მის თვალებში, ყოველ საღამოს და ყოველ დილით, მიიზლაზნება, როგორც კამეჩი, ჯერ გაურკვეველ სურვილის ჩრდილი.
არც ის მეგონა თუ ვასხივებდი. ჩემო სხივებო, ახლა ყოველთვის და ყველგან გქონდეთ ჩემი იმედი.
რომელზეც უნდა იარო, დედაა ჩვენი ამაყი ჯიშის და იგი თუმცა მალავს იარებს, ხანდახან მაინც ეხსნება ძილში. დედის სევდაა ეს ლურჯი ხავსი,
და ძუძუები რძითაა სავსე, რძე კი ძარღვებში ფიცივით შედის.
შენც დედის მსგავსად დედად იქცევი და შენი მკერდიც ატორტმანდება, როგორც მტევანი და შენი მკერდის დამაწყევარი განიგმირება ზაზას მახვილით.
ღმერთის წყალობით შენც დაქალდები და გაფრინდები და როგორც ტაძრის თაღი გალობით შენც გაივსები მზით და ჩიტებით. შენც განათდები... ძალიან მალე დატრიალდება შენი მორევიც და მოგაბჯენენ მხურვალე თვალებს სტადიონები და რესტორნები.
დღეს შენი გზაა და შენთვის მიდის. შენ არ გეხება, რაც ადრე მოხდა: დრო მდინარეა, ქალი კი ხიდი. და შენც გავალებს შენი ქალობა, რომ შენს ქვეყანას გაუთბო ფიქრი და შენი დიდი გულის წყალობით გადაიყვანო მდინარის იქით.
მაგრამ დღეები უცებ გადიან და ჩემი სული, როგორც სანთელი საკუთარ სხეულს წვავს და ანთია.
ის ჩაყოლია სიზმარშიც, კეთილს. თითქოს ყვავილზე ფეთქავს ფუტკარი, ანდა მინაზე ციმციმებს წვეთი.
ჩიტივით ცხოვრობს გულის ძახილი და ვინც დაარღვევს ამ მყურდოებას, განიგმირება ზაზას მახვილით.
და მის თვალებში, ყოველ საღამოს და ყოველ დილით, მიიზლაზნება, როგორც კამეჩი, ჯერ გაურკვეველ სურვილის ჩრდილი.
თუმცა ზეპირად იცის წარსული: მის წინ გადენა სპარსმა ნახირი და მის წინ იდგა თავგაპარსული და ცხენზე რწევით მთვრალი თათარი და პაპის ძველთაძველი ღადარიც მის წინ ჩააქრო მონღოლმა შარდით და აიფარა თვალებზე ჩადრი შეშინებულმა დედამ, შემთხვევით.
ბევრჯერ თათარი ათრია ყურით, ბევრი ყორანი ჩაეშვა ხევში, გაანჩხლებული სისხლით და ლეშით. და რაკი ერთხელ ჰქონდა ნაკისრი, გადაიტანა ბევრი ანისი, ბევრი დმანისი, ბევრი კრწანისი, ბევრი ქელეხი და პარაკლისი.
ბევრჯერ დაიდგა მკერდზე სანთელი, მაგრამ საფლავშიც ტანჯავდა ვალი გადაუხდელი! გადასახდელი!
მიშლიგინებდა ბნელში ტახივით და მგლოვიარე დებსა და დედებს ხალხში დაჰქონდათ მისი მახვილი.
ძვირფასი... ტანშეფუთვნილი მშობელი მიწით, უძრავად იწვა, მაგრამ სიბრაზე და უკვე სისხლში გამჯდარი ფიცი არ ანებებდა დიდი ხნით სიკვდილს
ბევრი მდინარის გადამლახველი, ბევრჯერ დამწვარი და დამარხული, დაგლეჯილ დროშის და ხმლის მსახური.
ძლივს მოპოვებულ მტვრით და ტალახით, ის ღამით ფერხდით ეჯდა ქვეყანას და წიგნებს წერდა ქვეყნის კარნახით.
მაინც მოვედით, მაინც გადავრჩით ნაადრევ წერტილს და ვსუნთქავთ ისევ, რადგან ყოველთვის იყავი ჩემი და არა ღმერთის.
შენს ქვას და ყვავილს კვებავდა სისხლი ცეცხლივით ცხელი. და ჩემი ზაზას გულიც და თავიც მომირთმევია ორივე ხელით.
მაინც გაგიზრდი პურით ან წიგნით. უკვე აუღეს შენმა ეკლებმა სისხლის ჭაშნიკი, - შენია იგი. მხოლოდ შენია! და მის თვალებში ყოველ საღამოს და ყოველ დილით მიიზლაზნება, როგორც კამეჩი, ჯერ გაურკვეველ სურვილის ჩრდილი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |