|
გზაში, კუპეში, ბორბლებზე, ღამით, მე ვიცი ერთი: ვიძენ ან ვკარგავ. და კიდევ ერთი: ეს დღე თუ წამი, გამახსენდება როდისმე კარგად.
განმქარვებელი სევდის და რულის, სანამ სოროდან გამოვა უცებ სადგური თავის საკუთარ სუნით.
და ბოლში ჩვენი ლანდები თრთიან... მე მიყვარს ყოფნა უცნობებს შორის, ისინი კაცად მაშინვე გთვლიან.
ან თუ ზედიზედ იღებდი ვალებს და, როგორც შემხვედრ ორთქმავლის ელდა, ისინიც სადღაც ქრებიან მალე.
ჩემს ჩვეულებრივ ყოფას ეს წამი, და სულერთია, ვიძენ თუ ვკარგავ გზაში, კუპეში, ბორბლებზე, ღამით... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















