|
ბოლოს და ბოლოს გისრულებ თხოვნას: გიგზავნი წერილს. გამომწვარია გულის ღუმელში და ნახშირივით წმინდაა იგი.
ჩემი სარკმელი ანთია მხოლოდ. მაინც ძნელია ყველაფერი ვაქციო სიტყვად და თანაც მივცე სიმაღლე სანთლის, ყრუ-მუნჯი ბავშვის სიმარტოვე , თოვლის დუმილი და მოლოდინი სველ სილაში ჩამხობილ ნავის...
ანთია მხოლოდ. დაეჭვებული და დაძაბული მომჩერებია ღამე ხელებში. და აი, ფურცლის გლუვ ზედაპირზე ამოდის სიტყვა ამოდის, როგორც წყლიდან ხმელეთი და მკვდარი ფსკერის დორბლი და შლამი, გადაშენებულ თევზების ჩონჩხი და მარგალიტად ქცეული ცრემლი (ჩემი თუ სხვისი!), ამოაქვს მაღლა.
მე ამ კუნძულზე ჩემი სიცოცხლე გადავზიდე და ბნელ მღვიმეში დავაბინავე სტალაქტიტივით. მადლობელი ვარ ამ ტკივილისთვის.
დიდი ხნის წინათ მოჭრილი ფეხი სტკივდება ხოლმე. და ზურგით დამაქვს შენი სინათლე, როგორც ჟანგბადით სავსე ბალიში. მღვიმის წყვდიადში დუმს სტალაქტიტი, ვით ზარის ენა - ჩამოხსნილ ზარში.
მთელი ქვეყანა ზღვა არის მისთვის. ის ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება, გამოცდილი აქვს ფეხქვეშ საყრდენი.
თავშემკობილი და თოლიების მჭახე სიმღერით გაბრუებული...
გაშლილ რუკაზე გრძელი ფეხებით დასდევს ფარგალი და იფარება მთელი ქეყანა ჯვრებით, წრეებით და კვადრატებით...
წამომართული გაწვრთნილ გველივით, და იოფლება ხელში ჭოგრიტი, სივრცისგან თვალებატკიებული.
და ზღვაზე გააქვს რძისფერი ხნული, ხოლო იმ ხნულში თესლივით ცვივა მისი ამაყი რწმენა და ფიქრი.
მაგრამ ჭოგრიტში არ გამოჩნდება არასდროს იგი და ვერც ფარგალი ვერ დაეწევა და ვერც ჯიუტი და ბასრი წვერი საგულდაგულოდ გათლილი ფანქრის. ტყუილად ქსოვენ ამხელა ბადეს ეს სიგრძედებიც და განედებიც.
შენს არსებაში! მაგრამ ამისთვის ბევრ რამეს უნდა უთხრა უარი: უნდა ჩამოხსნა მძიმე ფარდები და გამოაღო სულის სარკმელი, და აღარ მიწვე უსუსურების და მორჩილების დამპალ ძონძებზე, ნარკოტიკივით გაოგნებული ყალბი სინათლით...
მიარღვევს ტალღებს ჩემი კუნძლი და ნაპირებზე გადმოდის წყალი: აქაფებულუ და აფოფრილი, მღვიმემდეც აღწევს ჩემ გარშემო ტოვებს ნიჟარებს. და ნიჟარებში ჩაბუდებული მარადიული სული ბუნების, მაგნიტოფონის სუფთა ფირივით შრიალებს ბნელში.
დახეტიალობს ჩემი კუნძული; პირველყოფილი გულუბრყვილობით დარწმუნებული, რომ საჭიროა, რომ ვინმეს მაინც მიუსწრებს სულზე ამხელა ზღვაში...
თვითნვე მოვა იგი შენამდი, თვითნ მოგნახავს და გადაგარჩენს, თუ აღიარებ, რომ იღუპები.
დროს არ დაკარგავს აღსარებისთვის. ჭიპით სიზიფეს ლოდზე მიბმულლი, ძლივს მოპოვებულ სულს და გონებას იშორებს გზაში, რომ შემსუბუქდეს და მიათრიოს ძვალი და ხორცი სალაფავამდე...
ფერშეცვლილ ფიცარს წურბელასავით მიჰკვრია კაცი, რომსიკვდილამდე მთლად გამოსწოვოს, თუკი რამ დარჩა გამოსაწოვი.
(ხელში მიჭირავსრკინის კაუჭი). - გამომადგება! - მპასუხობს იგი და დაღუპული გემის ფიცარი შინისკენ მიაქვს. და გალუმპული მისი მკლავები, შეყვარებული სელაპივით წვანან ფიცარზე...
ამოჭრილია შენი სახელი. მის წასაკითხად საკმარისია ასოებიდან წყლის ამოხაპვა და სულ პატარა ნაჭერი სანთლის.
სული იზრდება სიმარტოვეში. მე მესმის, როგორ იზრდება იგი და ვხედავ, როგორ იკეთებს ყვავილს და როგორ მიაქვს მზისკენ ყვავილი, გაქვავებული კოცონის მსგავსი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















