|
თავაუღებლად წერდა და წერდა თითქოს რაღაცის მოსწრება სურდა და უკვე აღარ მიჰქონდა გულთან გარესამყაროს მეხი და ელდა.
ტანჯავდა რაღაც და აჩქარებდა. ჩრდილი ძაღლივით იწვა კარებთან, ის კი ჯიუტად წერდა და წერდა.
ეფინებოდა ნაწერი ოთახს. გარეთ ციოდა და ქარი ქროდა. ის კი ჯიუტად წერდა და წერდა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















