ყელზე მეკიდა ბრჭყვიალა ეშვი, მიკვირდა წვიმა, მიკვირდა თოვლი... და რაც პირველად ვიგრძენი ჩემში, ეს იყო ლტოლვა და შიში ლტოლვის.
ჩემი ღმერთი და ჩემი მითები, და ორაზროვანს ვჭრიდი სტრიქონებს, სამსხვერპლო ცეცხლზე დამწვარ თითებით.
ზღვაზე ვამბობდი: ეს არის ღმერთი. ქარზე ვამბობდი: ეს არის ღმერთი. და არ ვიცოდი, ვინ იყო ღმერთი...
სხვა არაფერი ყოფილა ჩემში. მე მივდიოდი საყვარელ ქალთან, როგორც ნადირთა სარბევად ტყეში.
უფრო - ხმა, კიდევ უფრო - თვალები. მე არ ვიყავი ჯერ შეჩვეული ქვეყანას... მთვარეს ვცნობდი წვალებით.
აფრთხობდა ტყეში ჩათვლემილ ჩიტებს, მაგრამ მე მაინც ღმერთს მივაწერე, რაც ვერ შევძელი, რაც ვეღარ ვზიდე.
ჩნდებოდა მტერიც და საფიცარიც... და ერთხელ, როცა ღმერთს ვჭრიდი ქვაზე, უეცრად ჩემი თავი ვიცანი.
ჩემს ასე საწყალს და ბნელ გონებას და ვთქვი: ჩემშია მზეც, ზღვაც და ქარიც, ჩემშია მთელი ქვეყნის ქონება.
მე ვაგორებდი ხევებში ლოდებს, მე ვხარხარებდი, როდესაც უღრან ტყეში მხეცები ჩემს ხმაზე ძრწოდნენ...
გაცივდა ჩემი მღვიმეს ნაცარიც, მაგრამ არ ვდარდობ და მაინც მჯერა, რომ ეს ქვეყანა მე გაგაცანით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |