დუმს ტელეფონი როგორც ქვის კერპი, როგორც სამარე, ახლად გაჭრილი, ან როგორც მოწმე... არარსებული.
მაინც არაფრით არ მოიტანს შენს ხმას ჩემამდე, როგორც არ უნდა ვუთვალთვალო, მაინც გაქურდავს, ვით თივის ურემს - ვიწრო ორღობე, გზადაგზა მაინც მოაშორებს იმ ტკბილ ბუსუსებს, ჩემს სულს რომ უნდა მოეხვეტა გაოფლილ ფრთებით! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |