კვლავ ასძვრა სარკმელს წყვდიადის ლუქი. კვლავ აიბურძგნა ჰაერი ლურჯად და კვლავ აივსო გონება შუქით, ვით გამოხსნილი ბოლომდე უჯრა.
პირზე კვლავ უნდა შეისხა წყალი და კვლავაც სცადო, რაც ბევრჯერ სცადე, რათა დატოვო ან მოსპო კვალი.
წიგნის იდუმალ ფსკერზე ლოდივით, რათა წაართვა თავი კაეშანს და გაუმართლო სულს მოლოდინი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |