|
ირგვლივ გარტყია ოთხი კედელი, ოთხი უენო და მკაცრი მცველი, ჩვენი უმწეო ცრემლებით სველი და შენი ყველა გზის ჩამკეტველი.
მარტო ხარ, როგორც მინდორში ზვინი, და მთვრალი შენი პურით და ღვინით - შენს ამბავს ნელა ყვება სიკვდილი.
არ ჩქარობს, რადგან თვითონაც იცის, რომ უკვე ჩვენი კაცია ისიც, შენს ჭრელ პერანგში გამოწყობილი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















